Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 11
სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ article 3 ტერმინთა განმარტება. ამ კანონის მიზნებისთვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) სამოქალაქო უსაფრთხოება – ქვეყნის ტერიტორიაზე სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკებისა და მუნიციპალიტეტის ორგანოების, აგრეთვე ამ კანონით განსაზღვრული ორგანიზაციების მიერ განხორციელებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად საგანგებო სიტუაციისგან ადამიანის სიცოცხლის/ჯანმრთელობის, გარემოსა და ქონების დაცვისა და სახელმწიფო ინსტიტუტების ნორმალური ფუნქციონირების უზრუნველყოფა; ა-1) საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური − საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შემდგომ − სამინისტრო) მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური; ბ) საგანგებო სიტუაცია − გარკვეულ ტერიტორიაზე/ტერიტორიებზე ან ობიექტზე/ობიექტებზე შექმნილი ისეთი ვითარება/ვითარებათა ერთობლიობა, რომლის დროსაც ირღვევა ადამიანთა ყოფა-ცხოვრების ნორმალური პირობები და რომელიც აშკარა საფრთხეს უქმნის ან რომელმაც შეიძლება აშკარა საფრთხე შეუქმნას ადამიანის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას ან/და რომელმაც შეიძლება მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს გარემოს, ფიზიკური/იურიდიული პირის, სახელმწიფო ან/და მუნიციპალურ ქონებას; |
სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ article 3 გ) ინციდენტი – შემთხვევა, რომელიც აშკარა საფრთხეს არ უქმნის ადამიანის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას და რომელმაც შეიძლება ზიანი მიაყენოს გარემოს, ფიზიკური/იურიდიული პირის, სახელმწიფო ან/და მუნიციპალურ ქონებას; დ) საგანგებო სიტუაციის ზონა – განსაზღვრული ობიექტი, ტერიტორია, აკვატორია ან საჰაერო სივრცე, სადაც წარმოიქმნა ან/და განვითარდა საგანგებო სიტუაცია; ე) საგანგებო სიტუაციის რისკი – გარკვეულ პერიოდში შესაძლო ან წარმოქმნილი საგანგებო სიტუაციის მოსალოდნელი შედეგი, რომელიც გამოიხატება საფრთხის წინაშე მდგარი ადამიანის სიცოცხლეზე ან/და ჯანმრთელობაზე, გარემოზე ან ფიზიკური/იურიდიული პირის, სახელმწიფო, მუნიციპალურ ქონებაზე უარყოფითი ზემოქმედებით; ვ) მზადყოფნა – სამოქალაქო უსაფრთხოების ეროვნული სისტემის სუბიექტებისა და საქართველოს მოქალაქეების შესაძლებლობა, ეფექტიანი რეაგირება მოახდინონ საგანგებო სიტუაციაზე, შეამცირონ მოწყვლადობა და საგანგებო სიტუაციის შედეგები; ზ) საგანგებო სიტუაციებზე რეაგირება − ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის, გარემოსა და ქონების დაცვის მიზნით განხორციელებული ღონისძიებები, მათ შორის, ხანძრის ჩაქრობა, ლოკალიზაცია და ლიკვიდაცია, სამაშველო სამუშაო, საავარიო-სამაშველო სამუშაო და სხვა გადაუდებელი სამუშაოები; |
სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ article 3 თ) ხანძარი − უკონტროლო წვის პროცესი, რომელიც საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას, ზიანს აყენებს გარემოს, ფიზიკური/იურიდიული პირის, სახელმწიფო ან/და მუნიციპალურ ქონებას; ი) სამაშველო სამუშაო − მოქმედება, რომლის მიზანია საგანგებო სიტუაციის შედეგად დაშავებული ან/და დაკარგული ადამიანების მოძებნა და გადარჩენა, აგრეთვე საფრთხის შემცველი ადგილიდან ადამიანის გამოყვანა; კ) საავარიო-სამაშველო სამუშაო − მოქმედება, რომლის მიზანია ინციდენტისგან/საგანგებო სიტუაციისგან ადამიანის სიცოცხლისა და ქონების გადარჩენა, აგრეთვე ავარიისათვის, კატასტროფისათვის, ინციდენტისათვის/საგანგებო სიტუაციისათვის დამახასიათებელი საშიში ფაქტორების შედეგების მინიმუმამდე შემცირება; ლ) სხვა გადაუდებელი სამუშაოები − სასწრაფო სამედიცინო დახმარების გაწევა, სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიური ღონისძიებების განხორციელება, ტერიტორიის სანიტარიული გაწმენდა და დეკონტამინაცია, საგანგებო სიტუაციის ზონაში საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა და სხვა გადაუდებელი ღონისძიებების განხორციელება; |
სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ article 3 მ) აღდგენითი სამუშაოები − პირველი რიგის გადაუდებელი ღონისძიება/ღონისძიებათა კომპლექსი, რომელსაც საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების ძალები ახორციელებენ საგანგებო სიტუაციის ზონაში სასიცოცხლო პროცესებისა და სოციალური ყოფის აღდგენის უზრუნველყოფის მიზნით; ნ) ობიექტი − ფიზიკური ან იურიდიული პირის, სახელმწიფო ან მუნიციპალური ქონება (მათ შორის, ტერიტორია, შენობა-ნაგებობა, სატრანსპორტო საშუალება, ტექნოლოგიური დანადგარი, აგრეგატი, მოწყობილობა, ნაკეთობა, სხვა მატერიალურ-ტექნიკური საშუალება), რომლისთვისაც დადგენილია სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნები ან საგანგებო სიტუაციის პრევენციისა და მასზე რეაგირების მოთხოვნები; ო) პოტენციურად საშიში ობიექტი − ზედამხედველობისადმი დაქვემდებარებული ობიექტი, რომლის საწარმოო-ტექნოლოგიური პროცესი მოიცავს რადიოაქტიური, ხანძარსაშიში, აფეთქებახანძარსაშიში, საშიში ქიმიური და ბიოლოგიური ნივთიერებების გამოყენებას, დამზადებას, გადამუშავებას, შენახვას ან ტრანსპორტირებას და რომელზე ავარიის ან რომლის საწარმოო-ტექნოლოგიური პროცესის არასწორი წარმართვის შედეგად შეიძლება წარმოიქმნას საგანგებო სიტუაცია (მათ შორის, ხანძრის, ნგრევის, აფეთქების, ემისიის ან ინტოქსიკაციის საფრთხე); |
სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ article 3 პ) სასიცოცხლო მნიშვნელობის ობიექტი − ჰიდროტექნიკური ნაგებობა, წყალმომარაგების, თბომომარაგების, ენერგეტიკული ან სხვა ობიექტი, რომელსაც სამოქალაქო უსაფრთხოების ინტერესებისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს; ჟ) აფეთქებახანძარსაშიში ობიექტი − საწარმოო ან სასაწყობო შენობა-ნაგებობა ან სათავსი, მიუხედავად მისი ფუნქციური დანიშნულებისა, რომლის საწარმოო-ტექნოლოგიური პროცესი ხასიათდება აფეთქებისა და ხანძრის განვითარების ან ხანძრის გაჩენის და შემდგომი აფეთქების შესაძლებლობით; რ) ხანძარსაშიში ობიექტი – ხანძარსაშიში კატეგორიის საწარმოო ან სასაწყობო შენობა-ნაგებობა ან სათავსი, მიუხედავად მისი ფუნქციური დანიშნულებისა, რომლის საწარმოო-ტექნოლოგიური პროცესი ხასიათდება ხანძრის გაჩენისა და განვითარების, აგრეთვე ადამიანსა და მატერიალურ ფასეულობებზე ხანძრის საშიში ფაქტორების ზემოქმედების შესაძლებლობით; ს) ორგანიზაცია – საგანმანათლებლო, სააღმზრდელო ან სამედიცინო დაწესებულება, სამრეწველო საწარმო, აგრეთვე კერძო სამართლის იურიდიული პირი, რომლის საქმიანობიდან შეიძლება წარმოიქმნას საგანგებო სიტუაციის საფრთხე; |
სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ article 3 ტ) ავარია – აფეთქება, ხანძარი ან საშიში ნივთიერების/ნივთიერებების გაჟონვა, რომელიც გამოწვეულია პოტენციურად საშიში ობიექტის საწარმოო-ტექნოლოგიური პროცესის უკონტროლო განვითარებით და რომელიც უეცარ, სერიოზულ საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან/და გარემოს; უ) რეაგირების ძალები – ინციდენტზე/საგანგებო სიტუაციაზე რეაგირებისა და აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით სამოქალაქო უსაფრთხოების ეროვნული სისტემის სუბიექტების განკარგულებაში არსებული მორეაგირე დანაყოფები; ფ) საგანგებო სიტუაციის შესახებ შეტყობინება − საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების მართვის ორგანოს მიერ სამოქალაქო უსაფრთხოების ეროვნული სისტემის სუბიექტებისა და საზოგადოებისათვის საგანგებო სიტუაციის წარმოქმნის საფრთხის ან/და საგანგებო სიტუაციის წარმოქმნის შესახებ შეტყობინების სიგნალების გადაცემა და გადაუდებელი ინფორმაციის მიწოდება; ქ) სახანძრო უსაფრთხოების ზომები − ხანძრის გაჩენის თავიდან ასაცილებლად, ხანძრის გაჩენის შემთხვევაში მისი ლოკალიზაციისა და ლიკვიდაციისათვის და ხანძრის შედეგების შესამცირებლად განსახორციელებელი მოქმედებები; ღ) სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნები − სახანძრო უსაფრთხოების ზომების უზრუნველსაყოფად საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი, სოციალური ან/და ტექნიკური ხასიათის სპეციალური პირობები; |
სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ article 3 ყ) განსაკუთრებული ხანძარსაწინააღმდეგო რეჟიმი − საგანგებო სიტუაციის წარმოქმნის მომეტებული საფრთხის შესახებ მიღებული ინფორმაციის და მისი ანალიზის საფუძველზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გარკვეულ ტერიტორიაზე/ტერიტორიებზე დადგენილი დროებითი რეჟიმი, რომელიც ითვალისწინებს სახანძრო უსაფრთხოების ზომების უზრუნველსაყოფად სამოქალაქო უსაფრთხოების ეროვნული სისტემის სუბიექტებისა და ფიზიკური/იურიდიული პირის სპეციალურ ქცევის წესებს; შ) სავალდებულო ოპერაციები – საგანგებო სიტუაციის წარმოქმნის საფრთხის ან საგანგებო სიტუაციის წარმოქმნის დროს, საგანგებო სიტუაციაზე რეაგირებისას, აუცილებლობის შემთხვევაში, საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების მართვის ორგანოს მიერ ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის ვალდებულების დაკისრება შესაბამისი ქმედების განხორციელების ან ქმედების განხორციელებისაგან თავის შეკავების მიზნით; ჩ) საგანგებო სიტუაციის პრევენციისა და მასზე რეაგირების მოთხოვნები − საგანგებო სიტუაციის პრევენციისა და მასზე რეაგირების მიზნით საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი, სოციალური ან/და ტექნიკური ხასიათის სპეციალური წესები; |
სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ article 3 ც) სახანძრო-სამაშველო დანაყოფი – ხანძრის პროფილაქტიკისა და ჩაქრობის, საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარების, საგანგებო სიტუაციის პრევენციისა და მასზე რეაგირების, აგრეთვე შესაბამის ტერიტორიაზე ან ორგანიზაციაში ადამიანთა ძებნისა და სხვა სამაშველო სამუშაოების ჩატარების მიზნით შექმნილი დანაყოფი; ძ) ზედამხედველობა − ობიექტებში სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების და საგანგებო სიტუაციის პრევენციისა და მასზე რეაგირების მოთხოვნების შესრულების შემოწმება და სათანადო რეაგირების ღონისძიებების განხორციელება; წ) თავშესაფარი – შენობა ან ნაგებობა, რომელიც საგანგებო სიტუაციის ან საომარი მოქმედებების დროს, გარკვეულ პერიოდში შეიძლება გამოყენებულ იქნეს სხვადასხვა დამაზიანებელი ფაქტორისაგან ადამიანის დასაცავად. თავშესაფარი შეიძლება იყოს ორმაგი დანიშნულების, სამოქალაქო ან სამრეწველო შენობა ან/და სპეციალური ჰერმეტული დამცავი ნაგებობა, რომელიც დამაზიანებელი ფაქტორების გათვალისწინებით არის დაპროექტებული; |
სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ article 3 ჭ) საოჯახო სასტუმრო − სახელმწიფო სახანძრო ზედამხედველობის ობიექტზე ზედამხედველობის განხორციელების მიზნებისთვის, გასაქირავებლად განკუთვნილი ან გამოყენებული არანაკლებ 3, ერთმანეთისგან იზოლირებული, საცხოვრებლად და საძინებლად მოწყობილი სამყოფისაგან შემდგარი შენობა/შენობები, სადაც შესაძლებელია უზრუნველყოფილი იყოს კვება; ხ) მუნიციპალიტეტის უსაფრთხოების პასპორტი − მუნიციპალიტეტში საგანგებო სიტუაციის რისკის ხარისხის, მოსალოდნელი შედეგების, მუნიციპალიტეტის ორგანოს მიერ საგანგებო სიტუაციის პრევენციისათვის განხორციელებული საქმიანობის შეფასებისა და მის მიერ საგანგებო სიტუაციის რისკის შემცირების მიზნით ღონისძიებების შემუშავებისა და განხორციელების დასაგეგმავად წინასწარ შემუშავებული დოკუმენტი; |
სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ article 3 ჯ) პოტენციურად საშიში ობიექტის უსაფრთხოების პასპორტი − პოტენციურად საშიში ობიექტის მომსახურე პერსონალისათვის და მისი მიმდებარე ტერიტორიის მოსახლეობისათვის საგანგებო სიტუაციის რისკის ხარისხის, საგანგებო სიტუაციის წარმოქმნის შესაძლებლობის, საგანგებო სიტუაციის შედეგების განსაზღვრის, საგანგებო სიტუაციის შედეგების მეზობელ ობიექტზე ზემოქმედების, საგანგებო სიტუაციის პრევენციისა და მასზე რეაგირებისთვის მზადყოფნის შეფასების, აგრეთვე პოტენციურად საშიშ ობიექტზე საგანგებო სიტუაციის რისკის შემცირების მიზნით ღონისძიებების შემუშავებისა და განხორციელების დასაგეგმავად წინასწარ შემუშავებული დოკუმენტი; ჰ) ეროვნული სიტუაციური ოთახი − შესაბამისი ტექნიკური და ტექნოლოგიური საშუალებებით აღჭურვილი პუნქტი, რომელიც აქტიურდება ეროვნული მნიშვნელობის საგანგებო სიტუაციის დროს, სადაც ხდება ინციდენტის ადგილიდან და ინფორმაციის სხვა შესაძლო წყაროდან მონაცემების (მათ შორის, ვიდეო- და აუდიოსიგნალების) ოპერატიულად მიღება/დამუშავება და საიდანაც ხორციელდება საგანგებო სიტუაციის სტრატეგიულ (პოლიტიკურ) დონეზე მართვა საგანგებო სიტუაციის შედეგების ლიკვიდაციაში ჩართულ უწყებათა კოორდინირებული მუშაობის მიზნით; |