FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 1

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

article  178

სავალუტო ოპერაციების წესების დარღვევა.
1. სავალუტო ოპერაციების ლიცენზიის გარეშე წარმოება ან მომსახურება – გამოიწვევს მოქალაქის დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების 50 მინიმალური ოდენობით, თანამდებობის პირის დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების 70 მინიმალური ოდენობით, ხოლო თუ საქმის გარემოების მიხედვით, დამრღვევის პიროვნების გათვალისწინებით ამ ზომის გამოყენება არასაკმარისად იქნება მიჩნეული, – ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით.
2. უცხოური ვალუტის ეროვნულ ვალუტაზე გადაცვლაზე ვალუტის გადამცვლელი დაწესებულების მუშაკის მიერ უსაფუძვლოდ უარის თქმა – გამოიწვევს დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების 80 მინიმალური ოდენობით, ხოლო თუ საქმის გარემოების მიხედვით, დამრღვევის პიროვნების გათვალისწინებით ამ ზომის გამოყენება არასაკმარისად იქნება მიჩნეული, − ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით.