Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
ნოტარიატის შესახებ article 18 ნოტარიუსის თანამდებობიდან გათავისუფლება. 1. ნოტარიუსს უფლებამოსილება უწყდება თანამდებობიდან გათავისუფლების შემთხვევაში. 2. ნოტარიუსის თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძვლებია: ა) ნოტარიუსის წერილობითი განცხადება თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე, რომელიც წარედგინება იუსტიციის მინისტრს; ბ) ნოტარიუსის თანამდებობაზე ყოფნის ზღვრული ასაკის მიღწევა; გ) ნოტარიუსის გარდაცვალება, სასამართლოს მიერ მისი შეზღუდულქმედუნარიანად ან უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარება, გარდაცვლილად გამოცხადება ან მხარდაჭერის მიმღებად ცნობა, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული; დ) ნოტარიუსთა დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ დებულებით გათვალისწინებული გადაცდომის ჩადენა, რაც იწვევს ნოტარიუსის თანამდებობიდან გათავისუფლებას; ე) ნოტარიუსის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რაც გამორიცხავს მის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის ჯეროვნად შესრულებას; ვ) ნოტარიუსის მიერ განზრახი დანაშაულის ჩადენის ფაქტზე სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა ან განზრახი დანაშაულის ჩადენის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტა ხანდაზმულობის ან ამნისტიის გამო; ზ) ნოტარიუსისათვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა; თ) ნოტარიუსისათვის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენით სანოტარო საქმიანობის უფლების ჩამორთმევა; |
ნოტარიატის შესახებ article 18 ი) ნოტარიუსის თანამდებობასთან შეუთავსებელი საქმიანობის განხორციელება; კ) ამ კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობა; ლ) ამ კანონის მე-11 მუხლის 2 1 პუნქტით დადგენილი წესით დანიშნული ნოტარიუსის მიერ სანოტარო საქმიანობის შესაბამის დასახლებაში განხორციელების შეწყვეტა. 3. ნოტარიუსი, რომელიც გათავისუფლდა თანამდებობიდან, ამოირიცხება საქართველოს ნოტარიუსთა რეესტრიდან. 4. ნოტარიუსისათვის სანოტარო საქმიანობის უფლების შეჩერების ან ნოტარიუსის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს იუსტიციის მინისტრი. 5. იმ ნოტარიუსის დოკუმენტაცია, რომელსაც შეუჩერდა სანოტარო საქმიანობის უფლება ან რომელიც გათავისუფლდა თანამდებობიდან, იუსტიციის მინისტრის ბრძანების საფუძველზე გადაეცემა საქართველოს ნოტარიუსთა პალატას. 6. ნოტარიუსს, რომელსაც შეუჩერდა სანოტარო საქმიანობის უფლება ან რომელიც გათავისუფლდა თანამდებობიდან, შეუძლია გაასაჩივროს იუსტიციის მინისტრის ბრძანება მისი ოფიციალურად გაცნობიდან 1 თვის ვადაში. ბრძანება ჩაბარებულად ითვლება, თუ იგი გადაცემულია უშუალოდ ნოტარიუსისათვის ან დაზღვეული წერილით გაგზავნილია ნოტარიუსის რეგისტრაციის ადგილზე. ბრძანების გასაჩივრება არ იწვევს მისი მოქმედების შეჩერებას. |