Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 3
ზოგადი განათლების შესახებ article 7 ზოგადი განათლების ხელმისაწვდომობა. 1. სახელმწიფო უზრუნველყოფს თითოეული მოსწავლის (მათ შორის, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის) მიერ ზოგადი განათლების თავის საცხოვრებელ ადგილთან მაქსიმალურად ახლოს, სახელმწიფო ან მშობლიურ ენაზე მიღების უფლებას. 2. თუ მოსწავლეების მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული უფლების განხორციელება შეუძლებელია სტანდარტული ვაუჩერის მეშვეობით, სახელმწიფო ასეთ მოსწავლეებს უზრუნველყოფს გაზრდილი ვაუჩერით ან/და დამატებითი დაფინანსებით სამინისტროს მიერ დამტკიცებული შესაბამისი მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში. 3. სამინისტრო გაზრდილი ვაუჩერის ოდენობითა და დამატებითი დაფინანსებით უნდა უზრუნველყოფდეს: ა) საჯარო სკოლაში ზოგადი განათლების ღიაობას და მის თანაბარ ხელმისაწვდომობას ყველასთვის მთელი სიცოცხლის განმავლობაში; ბ) საჯარო სკოლაში ინკლუზიური განათლებისა და მულტილინგვური განათლების დანერგვას; გ) საჯარო სკოლის მატერიალურ-ტექნიკური, პროგრამული და ადამიანური რესურსების გაუმჯობესებას; დ) საჯარო სკოლის მასწავლებლების, დირექციისა და ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალის შრომის შესაბამის ანაზღაურებას; ე) საჯარო სკოლაში ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნას; |
ზოგადი განათლების შესახებ article 7 ვ) საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესის შეუფერხებლად წარმართვას, განსაკუთრებით − იმ საჯარო სკოლაში, რომელსაც რეორგანიზაციის შედეგად ბალანსზე ერიცხება სასწავლო პროცესში გამოყენებული ერთზე მეტი ადმინისტრაციული შენობა, აგრეთვე სოფელსა/დაბასა და მაღალმთიან რეგიონში მდებარე საჯარო სკოლებსა და მრავალსექტორიან საჯარო სკოლაში. 4. სახელმწიფო უზრუნველყოფს ზოგადი განათლების პენიტენციურ დაწესებულებაში პენიტენციური კოდექსით დადგენილი წესის შესაბამისად მიღებას. საქართველოს 2014 წლის 28 ნოემბრის კანონი №2822 - ვებგვერდი, 15.12.2014წ. |
ზოგადი განათლების შესახებ article 7 მუხლი 7-1. საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო წლის დაწყება 1. საქართველოს ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში სასწავლო წელი 15 სექტემბერს იწყება. თუ 15 სექტემბერი დასვენების დღეს ან უქმე დღეს ემთხვევა, სწავლა მის მომდევნო პირველ სამუშაო დღეს დაიწყება. 2. მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ყველა ან კონკრეტული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებისთვის შეიძლება განისაზღვროს სასწავლო წლის დაწყების ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულისგან განსხვავებული თარიღი: ა) ამ კანონის შესაბამისად საჯარო სკოლაში პილოტირების განხორციელებისას; ბ) „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საგანგებო სიტუაციის არსებობისას, აგრეთვე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების/დაწესებულებების სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულებისას; გ) კერძო სკოლის დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე. |