Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი article 261 სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოების წმინდა მოგების განაწილება და გამოყენება. 1. სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოების წმინდა მოგების განაწილებისა და გამოყენების შესახებ წინადადებებს განიხილავს და გადაწყვეტილებას (გარდა საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებისა და ამ მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა) იღებს კომისია, რომლის შემადგენლობა და საქმიანობის წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. 2. სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოების წმინდა მოგებიდან ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული კომისიის მიერ განსაზღვრული სახელმწიფოსთვის გადასარიცხი დივიდენდები, ამ კოდექსის დანართის („შემოსულობების საქართველოს სახელმწიფო, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკურ და მუნიციპალიტეტების ბიუჯეტებს შორის განაწილება პროცენტული მაჩვენებლების მიხედვით“) ცხრილის 9.1 გრაფის შესაბამისად, მთლიანად მიიმართება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში. 3. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ კომისიას უფლება აქვს , მიიღოს გადაწყვეტილება სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოს წმინდა მოგებიდან საწარმოსათვის დატოვებული თანხების ხარჯვის მიზნობრიობის შესახებ . |
საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი article 261 4. საქართველოს მთავრობას უფლება აქვს, მიიღოს გადაწყვეტილება სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოების წმინდა მოგების განაწილების, გამოყენების და ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული წესისაგან განსხვავებულად მიმართვის შესახებ. 5. სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოს, რომლის აქციები განთავსებულია უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე, წმინდა მოგების განაწილებისა და გამოყენების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესის შესაბამისად. ამასთანავე, საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება აღნიშნული საწარმოს წმინდა მოგებიდან სახელმწიფოსათვის გადასარიცხი დივიდენდების ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული წესისაგან განსხვავებულად მიმართვის თაობაზე. კარი III. სახელმწიფო ბიუჯეტი |