FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 8

საგზაო მოძრაობის შესახებ

article  58

26. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანო ვალდებულია ელექტრონული ფოსტით ან/და მოკლე ტექსტური შეტყობინებით მართვის უფლების შეჩერების რისკის შესახებ გააფრთხილოს მართვის მოწმობის მფლობელი მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულების რაოდენობის 50-მდე შემცირებისას და შემდგომ 20-მდე შემცირებისას, თუ მას აქვს ამ პირის შესაბამისი საკონტაქტო ინფორმაცია.
27. უცხო ქვეყნის მიერ გაცემულ მართვის მოწმობას საქართველოს ტერიტორიაზე ერთჯერადად ენიჭება 100 ქულა:
    ა) საქართველოს ტერიტორიაზე იურიდიული ძალის წარმოშობის დღიდან;
    ბ) ამ მუხლის 22 პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში. 2-8პუნქტით განსაზღვრულ მართვის მოწმობაზე ვრცელდება ამ კანონის 58-ე და 59-ე მუხლებით დადგენილი წესები. უცხო ქვეყნის მიერ გაცემული მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულების რაოდენობის ამოწურვის შემთხვევაში ამ მართვის მოწმობის მფლობელს ეკრძალება საქართველოში მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მართვა. ამ შემთხვევაში საქართველოს ტერიტორიაზე მართვის უფლების აღდგენა ხდება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით.
საგზაო მოძრაობის შესახებ

article  58

29. ფოტოფირზე ან/და ვიდეოფირზე დაფიქსირებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე არ ვრცელდება მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულების რაოდენობის შემცირების წესი.
210. მართვის მოწმობისთვის მინიჭებულ ქულათა სისტემის ადმინისტრირების წესი განისაზღვრება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში მინიჭებული კატეგორიების (ქვეკატეგორიების) სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლებისათვის მართვის მოწმობის მოქმედების ვადა განახლდება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით.
4. მართვის მოწმობის მოქმედების საერთო ვადა უნდა შეესაბამებოდეს მასში ასახული მინიჭებული კატეგორიის (ქვეკატეგორიის) სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლებისათვის მართვის მოწმობის მოქმედების მაქსიმალურ ვადას.
5. გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა, მართვის მოწმობისა და ტრამვაის მართვის მოწმობის გაცემად ითვლება სააგენტოს მიერ მინიჭებული კატეგორიისათვის/ქვეკატეგორიისათვის მართვის მოწმობის დამზადება (დაბეჭდვა) და მართვის მოწმობათა გაცემის რეესტრში შესაბამისი ჩანაწერების ასახვა. მართვის მოწმობის გაცემამდე პირი მართვის უფლების არმქონედ ითვლება.
საგზაო მოძრაობის შესახებ

article  58

6. მართვის მოწმობის, ტრამვაის მართვის მოწმობისა და საერთაშორისო მართვის მოწმობის გაცემის (მათ შორის, შეცვლისა და აღდგენის) შესახებ შესაბამისი ინფორმაცია აისახება სააგენტოს მიერ წარმოებულ მართვის მოწმობათა გაცემის რეესტრში. მართვის მოწმობათა გაცემის რეესტრში არსებულ ჩანაწერებსა და მართვის მოწმობაში, ტრამვაის მართვის მოწმობაში ან საერთაშორისო მართვის მოწმობაში ასახული ჩანაწერების შეუსაბამობისას უპირატესობა ენიჭება მართვის მოწმობათა გაცემის რეესტრში არსებულ ჩანაწერებს, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი.
7. ამ კანონის 54-ე მუხლით განსაზღვრული კატეგორიებისა და ქვეკატეგორიების სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მისაღები გამოცდის ჩატარების, მართვის უფლების მინიჭების, გაუქმების, შეჩერებული, ჩამორთმეული ან შეწყვეტილი (გაუქმებული) მართვის უფლების აღდგენის, მართვის მოწმობის, ტრამვაის მართვის მოწმობისა და საერთაშორისო მართვის მოწმობის გაცემის (მათ შორის, შეცვლისა და აღდგენის) და გაუქმების, მართვის მოწმობათა გაცემის რეესტრის წარმოების, აგრეთვე უცხო ქვეყნის მიერ გაცემული სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შეცვლისა და აღიარების წესი და პირობები განისაზღვრება ამ კანონითა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით.
საგზაო მოძრაობის შესახებ

article  58

სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მინიჭებასთან დაკავშირებული ზოგიერთი სამართლებრივი და ორგანიზაციული რეგულაცია.
1. ამ კანონის 54-ე მუხლით განსაზღვრული კატეგორიებისა და ქვეკატეგორიების სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მისაღები გამოცდის ჩატარებას, მართვის უფლების მინიჭებასა და გაუქმებას, შეჩერებული, ჩამორთმეული ან შეწყვეტილი (გაუქმებული) მართვის უფლების აღდგენას, აგრეთვე სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობის, ტრამვაის მართვის მოწმობისა და საერთაშორისო მართვის მოწმობის გაცემას (მათ შორის, შეცვლასა და აღდგენას) და გაუქმებას თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს სააგენტო.
2. პირისათვის „AM“, „A“, „B“, „C“, „D“, „BE“, „CE“, „DE“, „T“, „S“ კატეგორიის ან/და „A1“, „A2“, „B1“, „C1“, „D1“, „C1E“, „D1E“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მინიჭება დასტურდება სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობის (შემდგომ − მართვის მოწმობა) გაცემით, ხოლო ტრამვაის მართვის უფლების მინიჭება − ტრამვაის მართვის მოწმობის გაცემით. ამასთანავე:
    ა) ყოველი კატეგორიის/ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მინიჭების თარიღად მიიჩნევა ამ კატეგორიის/ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალებისათვის მართვის მოწმობის გაცემის თარიღი;
    ბ) „AM“, „A“, „B“, „BE“, „T“, „S“ კატეგორიების/„A1“, „A2“, „B1“ ქვეკატეგორიების სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლებისათვის მართვის მოწმობის მოქმედების ვადაა:
საგზაო მოძრაობის შესახებ

article  58

ბ.ა) 15 წელი (გარდა ამ პუნქტის „ბ.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა); ბ.ბ) უფლებამოსილი პირის მიერ ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობაში მართვის მოწმობის შეზღუდული ვადით გაცემის თაობაზე რეკომენდაციის აღნიშვნის შემთხვევაში − დაინტერესებული პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის აუცილებელი გადამოწმებისათვის განსაზღვრული ვადა, მაგრამ არაუმეტეს 5 წლისა;
    გ) „C“, „CE“, „D“, „DE“ კატეგორიების/„C1“, „C1E“, „D1“, „D1E“ ქვეკატეგორიების სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლებისათვის მართვის მოწმობის მოქმედების ვადაა: გ.ა) 5 წელი (გარდა ამ პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა); გ.ბ) უფლებამოსილი პირის მიერ ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობაში მართვის მოწმობის შეზღუდული ვადით გაცემის თაობაზე რეკომენდაციის აღნიშვნის შემთხვევაში − დაინტერესებული პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის აუცილებელი გადამოწმებისათვის განსაზღვრული ვადა, მაგრამ არაუმეტეს 3 წლისა;
    დ) ტრამვაის მართვის უფლებისათვის მართვის მოწმობის მოქმედების ვადაა: დ.ა) 5 წელი (გარდა ამ პუნქტის „დ.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა);
საგზაო მოძრაობის შესახებ

article  58

დ.ბ) უფლებამოსილი პირის მიერ ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობაში მართვის მოწმობის შეზღუდული ვადით გაცემის თაობაზე რეკომენდაციის აღნიშვნის შემთხვევაში − დაინტერესებული პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის აუცილებელი გადამოწმებისათვის განსაზღვრული ვადა, მაგრამ არაუმეტეს 3 წლისა.
21. ამ კანონის 54-ე მუხლით განსაზღვრული კატეგორიებისა და ქვეკატეგორიების სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების დამადასტურებელ, იურიდიული ძალის მქონე მართვის მოწმობას ენიჭება ქულათა სისტემა.
22. საქართველოში გაცემულ მართვის მოწმობას ქულათა სისტემის მიხედვით 100 ქულა ენიჭება:
    ა) ყოველი კალენდარული წლის 1 იანვარს;
    ბ) კალენდარული წლის განმავლობაში მართვის მოწმობის გაცემის დღეს (დამატებით სხვა კატეგორიის (ქვეკატეგორიის) სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მოპოვება, კალენდარული წლის განმავლობაში შეჩერებული ან ჩამორთმეული (გარდა ამ კანონის 59-ე მუხლის 5-1 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მართვის უფლების იმავე კალენდარულ წელს აღდგენა, კალენდარული წლის განმავლობაში მართვის მოწმობის შეცვლა ან დაკარგული მართვის მოწმობის აღდგენა არ იწვევს ამ პუნქტით განსაზღვრული ქულების რაოდენობის ზრდას ან სხვაგვარ ცვლილებას);
საგზაო მოძრაობის შესახებ

article  58

გ) ამ კანონის 59-ე მუხლის 5-1 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში მართვის უფლების აღდგენისას.
23. მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულები ძალაშია მთელი კალენდარული წლის განმავლობაში. მომდევნო კალენდარული წლის 1 იანვარს მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულების დარჩენილი რაოდენობა უქმდება და მართვის მოწმობას ხელახლა ენიჭება 100 ქულა. კალენდარული წლის განმავლობაში საქართველოს ტერიტორიაზე საგზაო მოძრაობის სფეროში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენა იწვევს მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულების რაოდენობის ამ კანონის №5 დანართის შესაბამისად შემცირებას. 2-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით დადგენილი წესი.
25. თუ ჩადენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესაბამისად კალენდარული წლის განმავლობაში მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულების რაოდენობა იმდენად შემცირდება, რომ ნულს ან ნულზე ნაკლებ რიცხვს გაუტოლდება, აღნიშნული ქულების რაოდენობა ამოწურულად ჩაითვლება. მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულების რაოდენობის ამოწურვა იწვევს ამ მართვის მოწმობის მფლობელისათვის მინიჭებული ყველა კატეგორიის (ქვეკატეგორიის) სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების 1 წლით შეჩერებას.
საგზაო მოძრაობის შესახებ

article  58

8. ამ კანონის 54-ე მუხლით განსაზღვრული კატეგორიებისა და ქვეკატეგორიების სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მისაღები თეორიული გამოცდის საგამოცდო ტესტები (ბილეთები) მტკიცდება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით.
81. მართვის მოწმობის ფორმას (გარდა ტრამვაის მართვის მოწმობის ფორმისა) ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.
9. ტრამვაის მართვის მოწმობის ფორმას ამტკიცებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი.
10. მინიჭებული კატეგორიის (ქვეკატეგორიის) სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლებისათვის მართვის მოწმობის მოქმედების ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ვადა შეიძლება შემცირდეს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით.