FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 3

პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ

article  2

კანონის მოქმედების სფერო.
1. ამ კანონის მოქმედება ვრცელდება საქართველოს ტერიტორიაზე მონაცემთა ავტომატური საშუალებებით დამუშავებასა და ნახევრად ავტომატური საშუალებებით დამუშავებაზე, იმ მონაცემთა არაავტომატური საშუალებებით დამუშავებაზე, რომლებიც ფაილური სისტემის ნაწილია ან ფაილურ სისტემაში შესატანად მუშავდება, აგრეთვე საქართველოს ფარგლების გარეთ რეგისტრირებული დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის მიერ მონაცემთა საქართველოში არსებული ტექნიკური საშუალებების გამოყენებით დამუშავებაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ტექნიკური საშუალებები მხოლოდ მონაცემთა ტრანზიტისთვის გამოიყენება.
2. ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება:
    ა) ფიზიკური პირის მიერ აშკარად პირადი მიზნით ან/და ოჯახური საქმიანობის ფარგლებში მონაცემთა დამუშავებაზე, რომელიც დაკავშირებული არ არის მის სამეწარმეო ან/და ეკონომიკურ, პროფესიულ საქმიანობასთან ან სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან. პირადი მიზნით ან/და ოჯახური საქმიანობის ფარგლებში მონაცემთა დამუშავება შეიძლება მოიცავდეს, მათ შორის, მიმოწერას, მისამართების დამუშავებას, ინტერნეტაქტივობას (მათ შორის, სოციალურ ქსელში), რომელიც ამ საქმიანობის ფარგლებში ხორციელდება;
პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ

article  2

ბ) სახელმწიფო უსაფრთხოების (მათ შორის, ეკონომიკური უსაფრთხოების), თავდაცვის, სადაზვერვო და კონტრდაზვერვითი საქმიანობების მიზნებისთვის მონაცემთა დამუშავებაზე;
    გ) დანაშაულის თავიდან აცილების, გამოძიების, სისხლისსამართლებრივი დევნის, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და მართლწესრიგის დაცვის მიზნებისთვის სახელმწიფო საიდუმლოებისთვის მიკუთვნებულ მონაცემთა ნახევრად ავტომატური საშუალებებით დამუშავებასა და არაავტომატური საშუალებებით დამუშავებაზე;
    დ) სასამართლოში სამართალწარმოების მიზნით მონაცემთა დამუშავებაზე;
    ე) მასობრივი ინფორმაციის საშუალებების მიერ საზოგადოების ინფორმირების მიზნით მონაცემთა დამუშავებაზე (გარდა ამ კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტისა და 27-ე მუხლისა);
    ვ) აკადემიური, სახელოვნებო და ლიტერატურული მიზნებისთვის მონაცემთა დამუშავებაზე.
3. ამ კანონის მე-6 მუხლის მოქმედება არ ვრცელდება „ოფიციალური სტატისტიკის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მოსახლეობის აღწერის მიზნით მონაცემთა დამუშავებაზე.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ

article  2

4. ამ კანონის მოქმედება ვრცელდება ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“−„დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული საქმიანობების განმახორციელებელი დაწესებულებების მიერ მონაცემთა ავტომატური საშუალებებით დამუშავებასა და ნახევრად ავტომატური საშუალებებით დამუშავებაზე, იმ მონაცემთა არაავტომატური საშუალებებით დამუშავებაზე, რომლებიც ფაილური სისტემის ნაწილია ან ფაილურ სისტემაში შესატანად მუშავდება, თუ მონაცემები უშუალოდ იმავე ქვეპუნქტებით განსაზღვრული საქმიანობების ფარგლებში არ მუშავდება.
5. ნებისმიერმა პირმა, რომელიც უნებლიეთ მიიღებს სხვის მონაცემებს, რომლებიც მისთვის განკუთვნილი არ არის, პატივი უნდა სცეს მონაცემთა სუბიექტის უფლებებს და არ უნდა შეეცადოს მონაცემთა უკანონო დამუშავებას.