Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საბიუჯეტო პროცესისა და უფლებამოსილებათა შესახებ article 41 რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშგება. 1. ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად და დადგენილ ვადებში, მხარჯავი დაწესებულებები ამზადებენ საბოლოო ანგარიშებსა და ანგარიშგებებს, რომელთა საფუძველზეც ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ამზადებს რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების წლიურ ანგარიშსა და ანგარიშგებებს და წარუდგენს ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას. 2. ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს საბიუჯეტო წლის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვისა წარუდგენს რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების წლიურ ანგარიშს. 3. რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში მოიცავს წლიური ბიუჯეტის შესრულების შესახებ არანაკლებ შემდეგ ინფორმაციას: ა) რესპუბლიკური ბიუჯეტის ბალანსს საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით; ბ) საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით ბიუჯეტის შემოსულობებისა და გადასახდელების შედარებას შესაბამისი პერიოდის გეგმურ მაჩვენებლებთან; გ) ბიუჯეტის ანგარიშებზე არსებულ ნაშთებს წლის დასაწყისისა და დასასრულისათვის; დ) მხარჯავი დაწესებულებების პროგრამების მიხედვით დამტკიცებულ და დაზუსტებულ ასიგნებებს შორის შეუსაბამობის განმარტებას, თუ ასეთი შეუსაბამობა აღემატება 30%-ს; |
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საბიუჯეტო პროცესისა და უფლებამოსილებათა შესახებ article 41 ე) მხარჯავი დაწესებულებების პროგრამების მიხედვით დაზუსტებულ ასიგნებებსა და გადახდილ თანხებს შორის შეუსაბამობის განმარტებას, თუ ასეთი შეუსაბამობა აღემატება 15%-ს; ვ) ინფორმაციას სარეზერვო და წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანებების დაფარვისა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდებიდან (ასეთის არსებობის შემთხვევაში) სახსრების გამოყოფის მდგომარეობის შესახებ; ზ) წლიური ბიუჯეტით დასახული პრიორიტეტების ფარგლებში მხარჯავი დაწესებულებების მიერ განხორციელებული პროგრამების/ ქვეპროგრამების აღწერას და მიღწეულ შედეგებს;. თ) ამ კანონის მე-6 მუხლის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ბიუჯეტების შესრულების წლიურ მაჩვენებლებს. 4. ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო საგაზაფხულო სესიის დასრულებამდე იღებს გადაწყვეტილებას რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის დამტკიცების ან დაუმტკიცებლობის შესახებ. რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში განიხილება ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის შესაბამისად. |