Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების შესახებ article 6 ინფორმაცია აუქციონის ფორმით ქონების განკარგვის /სარგებლობის/მართვის უფლებით გაცემის შესახებ. 1. აუქციონის ფორმით ქონების განკარგვის/სარგებლობის/მართვის უფლებით გაცემის შესახებ ინფორმაცია განთავსდება ვებგვერდზე www.eauction.ge, რაც ინფორმაციის ოფიციალურ გამოქვეყნებად ითვლება. აუქციონის გამოცხადება და ვაჭრობა ხორციელდება ვებგვერდზე www.eauction.ge ინფორმაციის საჯაროობისა და ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად საჯარო აუქციონის ფორმით ქონების განკარგვის/სარგებლობის/მართვის უფლებით გაცემის შესახებ ინფორმაცია უნდა გამოქვეყნდეს აგრეთვე ისეთ პერიოდულ გამოცემაში, რომელიც გამოიცემა არანაკლებ კვირაში ხუთჯერ მაინც და ვრცელდება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. 2. საჯარო აუქციონის ფორმით ქონების განკარგვის/სარგებლობის/მართვის უფლებით გაცემის შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნების ვადას ადგენს ქონების განმკარგავი/სარგებლობის/მართვის უფლებით გამცემი ორგანო. |