FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 3

პენიტენციური კოდექსი

article  89

სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე გათავისუფლება.
1. მსჯავრდებული სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე შეიძლება გათავისუფლდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მან ფაქტობრივად მოიხადა:
    ა) ნაკლებად მძიმე დანაშაულისთვის მოსახდელი სასჯელის – თავისუფლების აღკვეთის – ვადის არანაკლებ ნახევრისა;
    ბ) მძიმე დანაშაულისთვის მოსახდელი სასჯელის – თავისუფლების აღკვეთის – ვადის არანაკლებ ორი მესამედისა;
    გ) განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის მოსახდელი სასჯელის – თავისუფლების აღკვეთის – ვადის არანაკლებ სამი მეოთხედისა;
    დ) იმ სასჯელის სამი მეოთხედი, რომელიც დანიშნული ჰქონდა პირს, რომელიც წინათ პირობით ვადამდე გათავისუფლდა, ამასთანავე, პირობით ვადამდე გათავისუფლება გაუქმდა ამ მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე;
    ე) იმ სასჯელის სამი მეოთხედი, რომელიც დანიშნული ჰქონდა პირს, რომელსაც წინათ სასჯელის მოუხდელი ნაწილი უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეეცვალა, ამასთანავე, შეცვლილი სასჯელი გაუქმდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 73-ე მუხლის მე-10 ნაწილის საფუძველზე.
2. მსჯავრდებულის მიერ ფაქტობრივად მოხდილი თავისუფლების აღკვეთის ვადა არ უნდა იყოს 6 თვეზე ნაკლები.
პენიტენციური კოდექსი

article  89

3. სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე გათავისუფლებული მსჯავრდებულის ყოფაქცევის კონტროლს ახორციელებს შესაბამისი უფლებამოსილების მქონე, სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს (შემდგომ – სააგენტო) ტერიტორიული ორგანო − დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიურო (შემდგომ − პრობაციის ბიურო), ხოლო მსჯავრდებული სამხედრო მოსამსახურის ყოფაქცევის კონტროლს – სამხედრო ნაწილის ხელმძღვანელობა.
4. თუ სასჯელის მოუხდელ ვადაში:
    ა) მსჯავრდებული სისტემატურად ან/და უხეშად თავს არიდებდა პირობით ვადამდე გათავისუფლებისას მისთვის დაკისრებული მოვალეობის შესრულებას, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ გაუქმდეს პირობით ვადამდე გათავისუფლება და აღსრულდეს სასჯელის მოუხდელი ნაწილი;
    ბ) მსჯავრდებულმა გაუფრთხილებლობითი დანაშაული ჩაიდინა, პირობით ვადამდე გათავისუფლების გაუქმების ან ძალაში დატოვების საკითხს წყვეტს სასამართლო;
პენიტენციური კოდექსი

article  89

გ) მსჯავრდებულმა განზრახი დანაშაული ჩაიდინა, სასამართლო დაუნიშნავს მას სასჯელს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლით დადგენილი წესით. იმავე წესით დაენიშნება მსჯავრდებულს სასჯელი გაუფრთხილებლობითი დანაშაულის ჩადენისთვის, თუ სასამართლო გააუქმებს პირობით ვადამდე გათავისუფლებას.
5. მსჯავრდებულს, რომელიც პირობით ვადამდე გათავისუფლდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 73-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის სახით დანიშნული სასჯელის მოხდისგან, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის სახით ფაქტობრივად მოხდილი სასჯელის ვადა ჩაეთვლება ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ვადაში, შემდეგი გაანგარიშებით: საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის ხუთი საათი − თავისუფლების აღკვეთის ერთი დღე.