FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 2

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან საქართველოს თანამშრომლობის შესახებ

article  32

თანამშრომლობის ფორმები. ამ თავის შესაბამისად, საერთაშორისო სასამართლოსთან თანამშრომლობა უნდა მოიცავდეს სტატუტითა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ნებისმიერი საპროცესო მოქმედების შესრულებას, რომელიც ხელს უწყობს საერთაშორისო სასამართლოს განსჯად ქმედებათა გამოძიებას და სისხლისსამართლებრივ დევნას, აგრეთვე დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების ამოღებას. ასეთ საპროცესო მოქმედებებს განეკუთვნება:
    ა) პირთა იდენტიფიცირება, მათი ადგილსამყოფლის დადგენა;
    ბ) მტკიცებულებათა, მათ შორის, მოწმის ჩვენების მოპოვება, საერთაშორისო სასამართლოსთვის აუცილებელ მტკიცებულებათა, მათ შორის, ექსპერტის ან სპეციალისტის დასკვნის მომზადება და წარდგენა;
    გ) იმ პირის დაკითხვა, ვის მიმართაც წარმოებს გამოძიება ან ვინც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ სისხლისსამართლებრივი წესით იდევნება;
    დ) დოკუმენტების, მათ შორის, სასამართლო გადაწყვეტილების ჩაბარება;
    ე) დაპატიმრებული პირის დროებითი გადაცემა;
    ვ) ადგილებისა და ობიექტების ადგილმდებარეობის დადგენა;
    ზ) ჩხრეკა, ამოღება, ყადაღის დადება;
    თ) მასალებისა და დოკუმენტების, მათ შორის, სასამართლო დოკუმენტების წარდგენა;
    ი) მოწმეთა და დაზარალებულთა, ასევე მტკიცებულებათა დაცვა;
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან საქართველოს თანამშრომლობის შესახებ

article  32

კ) თანხისა და ქონებრივი ღირებულების მქონე ნივთების აღმოჩენა, დაყადაღება, ასევე, დანაშაულის საგნის და საშუალების ამოღება და დაყადაღება მისი ჩამორთმევის მიზნით;
    ლ) სასამართლოს წინაშე მოწმეთა და ექსპერტთა სახით პირთა ნებაყოფლობითი გამოცხადებისთვის ხელის შეწყობა;
    მ) ექსჰუმაციის ჩატარება, ადგილებისა და ობიექტების დათვალიერება, მათ შორის სამარხების აღმოჩენა და დათვალიერება;
    ნ) დახმარების ნებისმიერი სხვა ფორმა, რომელიც აკრძალული არ არის საქართველოს კანონმდებლობით და რომელიც ხელს უწყობს სასამართლოს მის იურისდიქციაში შემავალი დანაშაულების გამოძიებასა და სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელებაში.