FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 1

ბავშვის უფლებათა კოდექსი

article  34

ალტერნატიული ზრუნვის პერიოდული კონტროლი.
1. ბავშვი, რომელიც მასზე ზრუნვის ანდა მისი დაცვის ან მკურნალობის მიზნით მოთავსებულია დაწესებულებაში, ექვემდებარება მისდამი მოპყრობის, მისი ამ დაწესებულებაში დარჩენის საჭიროების და სხვა გარემოებების სავალდებულო პერიოდულ კონტროლს, კერძოდ, არანაკლებ 3 თვეში ერთხელ შემოწმების ჩატარებას.
2. ბავშვის მიმართ ალტერნატიული ზრუნვის გაგრძელების საჭიროებისა და პირობების პერიოდული შემოწმება და ბავშვზე ზრუნვის ერთიანი სახელმწიფო სტანდარტების შესრულების მონიტორინგი უნდა განახორციელოს შესაბამისმა სახელმწიფო ორგანომ ბავშვისა და მისი მეურვის, მზრუნველის ან მხარდამჭერის უშუალო მონაწილეობით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
3. აკრძალულია ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ ბავშვის მოძიება და ალტერნატიული ზრუნვის დაწესებულებაში განთავსება, თუ შესაძლებელია ბავშვის ოჯახში დაბრუნება ან მისთვის ოჯახზე დაფუძნებული სერვისის მიწოდება.
4. ბავშვზე ზრუნვის ერთიანი სახელმწიფო სტანდარტების შესრულებისა და სერვისის ხარისხის მონიტორინგს ახორციელებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში.