FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 5

ჯანმრთელობის დაცვის შესახებ

article  15

ჯანმრთელობის დაცვის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის გატარებას უზრუნველყოფს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო (შემდგომ − სამინისტრო), რომელიც მისი კომპეტენციისათვის მიკუთვნებულ საკითხებზე შეიმუშავებს და გამოსცემს შესაბამის სამართლებრივ აქტებს, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი. მუხლი 16 1. ჯანმრთელობის დაცვის სფეროს სახელმწიფო მართვის მექანიზმებია:
    ა) ექიმთა სერტიფიცირება, სამედიცინო საქმიანობის ლიცენზირება, სამედიცინო დაწესებულებაზე ნებართვის გაცემა;
    ბ) სამედიცინო დახმარების ხარისხის კონტროლი; გ) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მიერ კლინიკური პრაქტიკის ეროვნული რეკომენდაციების (გაიდლაინების) და კლინიკური მდგომარეობის მართვის სახელმწიფო სტანდარტების (პროტოკოლების) დამტკიცება;
    დ) სამკურნალო საშუალებების ხარისხის კონტროლი, ფარმაციისა და ფარმწარმოების მოწესრიგება;
    ე) ახალი სამკურნალო საშუალებებისა და სამედიცინო ტექნოლოგიების დანერგვისათვის ხელის შეწყობა;
    ვ) პაციენტსა და სამედიცინო საქმიანობის სამართალსუბიექტს შორის ურთიერთობის სამართლებრივი უზრუნველყოფა;
    ზ) ცხოვრების ჯანსაღი წესის დანერგვისათვის ხელის შეწყობა;
ჯანმრთელობის დაცვის შესახებ

article  15

თ) სამედიცინო პროგრამების შემუშავება და განხორციელება;
    ი) სამედიცინო მეცნიერების განვითარებისათვის ხელის შეწყობა;
    კ) სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმირება და ეპიდემიოლოგიური კონტროლი;
    ლ) საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის სფეროს განვითარებისათვის ხელის შეწყობა სათანადო ინსტიტუციური მოწყობისა და სახელმწიფო სამედიცინო პროგრამების განხორციელების გზით; ლ-1) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიერ სამედიცინო სერვისით სარგებლობის უზრუნველსაყოფად შესაბამისი სტანდარტებისა და მეთოდების დანერგვისათვის ხელის შეწყობა; 2. სამინისტროს სახელმწიფო კონტროლისადმი დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ შესაბამისი უფლებამოსილების განხორციელებისათვის საქართველოს მთავრობის დადგენილებით შესაძლებელია დაწესდეს მომსახურების საფასური და მისი განაკვეთები, განისაზღვროს საფასურის გადახდისა და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესები, აგრეთვე საფასურის გადახდისაგან გათავისუფლების პირობები.
3. სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობების სფეროებში სახელმწიფო მართვის მექანიზმების უზრუნველსაყოფად სამინისტრო მის სისტემაში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის მეშვეობით ახორციელებს შესაბამისი მარეგულირებელი კანონმდებლობის დაცვის სახელმწიფო კონტროლს, რისთვისაც იგი უფლებამოსილია:
ჯანმრთელობის დაცვის შესახებ

article  15

ა) უზრუნველყოს სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობების სფეროებში არსებული ნორმების დაცვის ხელშემწყობი სხვადასხვა ღონისძიების განხორციელება, მათ შორის, ინფორმაციის საზოგადოებისთვის/სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობების სფეროებში მოქმედი, სახელმწიფო კონტროლისადმი დაქვემდებარებული პირებისთვის მიწოდება, მათი ცნობიერების ამაღლება და სხვა ქმედითი ღონისძიებების განხორციელება;
    ბ) სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობების სფეროებში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, დღე-ღამის ნებისმიერ დროს, წინასწარი შეტყობინების გარეშე შევიდეს სახელმწიფო კონტროლისადმი დაქვემდებარებულ ობიექტზე. აღნიშნული უფლებამოსილების განხორციელების პროცედურა, წესი და პირობები მტკიცდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით;
    გ) მოითხოვოს ნებისმიერი მასალის, ნივთის, ნივთიერების, დოკუმენტის, საზედამხედველო ობიექტის ან მისი ნებისმიერი ნაწილის დათვალიერება, ხელშეუხებლობა, დალუქვა ან/და ამოღება, რაც გონივრულობის ფარგლებში აუცილებელია სახელმწიფო კონტროლის განსახორციელებლად. აღნიშნული ღონისძიებების განხორციელების წესები, მათ შორის, მათი განხორციელების ვადები, განისაზღვრება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ნორმატიული აქტით;
ჯანმრთელობის დაცვის შესახებ

article  15

დ) განახორციელოს აზომვა, ფოტოგადაღება, ვიდეოგადაღება, გააკეთოს ჩანაწერი, ამონაწერი, მოითხოვოს დოკუმენტის ასლის გადაღება;
    ე) შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში გამოწეროს ელექტრონული საჯარიმო ქვითარი. ელექტრონული საჯარიმო ქვითრის ფორმა, მისი შევსებისა და წარდგენის წესი, აგრეთვე სააღსრულებო ფურცლის ფორმა და სააღსრულებო ფურცლის ამოწერის წესი მტკიცდება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ნორმატიული აქტით;
    ვ) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე გამოსცეს ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, შეადგინოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, გამოიყენოს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ზომა და გასცეს შესაბამისი მითითება;
    ზ) „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად გასცეს სააღსრულებო ფურცელი. სააღსრულებო ფურცლის ფორმა და სააღსრულებო ფურცლის ამოწერის წესი მტკიცდება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ნორმატიული აქტით.
ჯანმრთელობის დაცვის შესახებ

article  15

4. სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობების სფეროებში შესაბამის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევასთან დაკავშირებით სამინისტროს შესაბამისი კომპეტენტური ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიექცევა. ამ გადაწყვეტილების გასაჩივრება არ აჩერებს მის აღსრულებას.
5. ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ადმინისტრირებისას გამოიყენება ანაზღაურების შეჩერების/დაკავების მექანიზმები საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ შემთხვევაში, განსაზღვრული წესითა და პირობებით. მუხლი 16-1. (ამოღებულია)