Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 4
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი article 77 არასაპატიმრო სასჯელის აღსრულება. 1. ამ კოდექსის 66-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სასჯელის აღსრულებას „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით უზრუნველყოფს საჯარო სამართლის იურიდიული პირი − აღსრულების ეროვნული ბიურო, ხოლო იმავე მუხლის „ბ“−„დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სასჯელების აღსრულებას „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით უზრუნველყოფს სააგენტო. 2. არასრულწლოვნისთვის საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის დანიშვნისას მისი მოხდის დაწყებამდე, ამ და სხვა არასაპატიმრო სასჯელების მოხდის და პირობითი მსჯავრის მოხდის პროცესში სრულწლოვანების მიღწევის შემთხვევაში მსჯავრდებული აგრძელებს განაჩენით არასრულწლოვნისთვის დანიშნული სასჯელის მოხდას. ასეთ შემთხვევაში გამოიყენება ამ კოდექსის შესაბამისი დებულებები. |
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი article 77 3. არასრულწლოვნის მიერ „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი რეჟიმის დარღვევის შემთხვევაში სააგენტოს ტერიტორიული ორგანოს − დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიუროს უფლებამოსილი პირი ადგენს გაფრთხილების შესახებ ოქმს, რომელიც მსჯავრდებულს უშუალოდ გადაეცემა ან ფოსტით ეგზავნება (მსჯავრდებულისთვის ოქმის ფოსტით გაგზავნისას კეთდება სათანადო ჩანაწერი). 4. არასრულწლოვანი თავისუფლდება „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი საფასურის გადახდის ვალდებულებისაგან. |
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი article 77 5. არასრულწლოვნის მიერ არასაპატიმრო სასჯელისთვის, პირობითი მსჯავრისთვის ან დაკისრებული მოვალეობის შესრულებისთვის თავის არიდების შემთხვევაში მოსამართლე სააგენტოს წარდგინებისა და შესაბამისი მასალების განხილვის საფუძველზე, წარდგინების შეტანიდან 7 დღის ვადაში იღებს გადაწყვეტილებას არასაპატიმრო სასჯელის, პირობითი მსჯავრის ან დაკისრებული მოვალეობის უცვლელად დატოვების ან შეცვლის შესახებ. მოსამართლე სააგენტოს წარდგინებას სააგენტოს მოსამსახურის − პრობაციის ოფიცრის და არასრულწლოვნის კანონიერი წარმომადგენლის მონაწილეობით განიხილავს. მოსამართლეს უფლება აქვს, მხარის ინიციატივით მოიწვიოს და დაკითხოს მოწმეები. 6. არასრულწლოვნის მიერ ჯარიმის გადახდისთვის თავის არიდების შემთხვევაში მოსამართლე საჯარო სამართლის იურიდიული პირის − აღსრულების ეროვნული ბიუროს წარდგინებისა და შესაბამისი მასალების განხილვის საფუძველზე, წარდგინების შეტანიდან 2 კვირის ვადაში იღებს გადაწყვეტილებას ჯარიმის უცვლელად დატოვების ან შეცვლის შესახებ. მოსამართლე წარდგინებას საჯარო სამართლის იურიდიული პირის − აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენლისა და არასრულწლოვნის კანონიერი წარმომადგენლის მონაწილეობით განიხილავს. მოსამართლეს უფლება აქვს, მხარის ინიციატივით მოიწვიოს და დაკითხოს მოწმეები. |
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი article 77 7. თუ არასაპატიმრო სასჯელის ან/და პირობითი მსჯავრის მოხდის პერიოდში არასრულწლოვანმა ნაკლებად მძიმე ან გაუფრთხილებლობითი მძიმე დანაშაული ჩაიდინა, სასამართლო წყვეტს არასაპატიმრო სასჯელის ან/და პირობითი მსჯავრის ძალაში დატოვების საკითხს, ხოლო არასრულწლოვნის მიერ განზრახი მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში მოსამართლეს გამოაქვს გადაწყვეტილება სასჯელად თავისუფლების აღკვეთის დანიშვნის შესახებ. 8. განაჩენით დანიშნული სასჯელის სხვა სასჯელით შეცვლის შემთხვევაში არასრულწლოვნის მიერ მოსახდელი სასჯელის ზომის დადგენისას, მოხდილი სასჯელის გათვალისწინებით, ერთმანეთის შესაბამისად ითვლება შინაპატიმრობის 1 დღე, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის 5 საათი, ჯარიმის 50 ლარი, ვადიანი თავისუფლების აღკვეთის 1 დღე. 9. არასრულწლოვნისათვის არასაპატიმრო სასჯელის ან/და პირობითი მსჯავრის შეცვლის შემთხვევაში სასამართლო ხელმძღვანელობს ამ კოდექსით. 10. არასაპატიმროსასჯელშეფარდებული არასრულწლოვნის/პირობით მსჯავრდებული არასრულწლოვნის დასრულებული სააღსრულებო საქმე არაუმეტეს 10 წლის ვადით ინახება სააგენტოს არქივში და ამ ვადის გასვლისთანავე ნადგურდება. |