Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი article 51 მიწის დაცვის მოთხოვნათა შეუსრულებლობა. 1. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაყოფიერი ფენის მოხსნისა და შენახვის სავალდებულო სამუშაოთა განუხორციელებლობა, სავალდებულო სამელიორაციო სამუშაოთა ჩაუტარებლობა ან ქარისმიერი და წყლისმიერი ეროზიისა და ნიადაგის მდგომარეობის გამაუარესებელი სხვა პროცესებისგან ნიადაგის დაცვის მიწათმოსარგებლეზე დამოკიდებული სავალდებულო ღონისძიებების განუხორციელებლობა − გამოიწვევს დაჯარიმებას 750 ლარის ოდენობით. 2. ამ ნაწილით ან ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ქმედების ჩადენა − გამოიწვევს დაჯარიმებას 1 500 ლარის ოდენობით. 3. მიწის სავალდებულო რეკულტივაციის განუხორციელებლობა, მიწის რეკულტივაციის სამუშაოთა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან შეთანხმებული გეგმის/პროექტის გარეშე ჩატარება ან ასეთი გეგმისგან/პროექტისგან გადახვევა – გამოიწვევს დაჯარიმებას 800 ლარის ოდენობით. 4. ამ ნაწილით ან ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ ამ მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული ქმედების ჩადენა − გამოიწვევს დაჯარიმებას 1 600 ლარის ოდენობით. |