Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი article 17716 საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ერთიან ელექტრონულ პორტალზე გამოსაქვეყნებლად მონაცემების მიწოდების ვალდებულების შეუსრულებლობა. 1. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ერთიან ელექტრონულ პორტალზე გამოსაქვეყნებლად „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილი მონაცემების მიწოდების ვალდებულების შეუსრულებლობა – გამოიწვევს სამეწარმეო საზოგადოების, საზღვარგარეთ რეგისტრირებული სამეწარმეო საზოგადოების ფილიალის ხელმძღვანელობითი უფლებამოსილების მქონე პირის გაფრთხილებას. 2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული გაფრთხილებით განსაზღვრული მოთხოვნის გაფრთხილებიდან 1 თვის განმავლობაში შეუსრულებლობა ან არასათანადოდ შესრულება − გამოიწვევს სამეწარმეო საზოგადოების, საზღვარგარეთ რეგისტრირებული სამეწარმეო საზოგადოების ფილიალის ხელმძღვანელობითი უფლებამოსილების მქონე პირის დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით. 3. ჯარიმის გადახდა შესაბამის სუბიექტს არ ათავისუფლებს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილი ინფორმაციის მიწოდების ვალდებულების შესრულებისგან. ერთიან ელექტრონულ პორტალზე ქვეყნდება აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობის შესახებ ინფორმაცია, რომელიც ხელმისაწვდომია ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის. |
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი article 17716 4. სამეწარმეო საზოგადოების, საზღვარგარეთ რეგისტრირებული მეწარმის ფილიალის ხელმძღვანელობითი უფლებამოსილების მქონე პირის უფლებამოსილების შეწყვეტა პირს არ ათავისუფლებს ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულებისგან. 5. უფლებამოსილი პირის მიერ ამ მუხლით გათვალისწინებული ფაქტის დადგენის წესი დგინდება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით. |