FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 2

ნოტარიატის შესახებ

article  16

5. ყოველი წლის დასაწყისში, არაუგვიანეს 1 თებერვლისა, იუსტიციის მინისტრი ბრძანებით განსაზღვრავს ნოტარიუსთა თანამდებობების მაქსიმალურ რაოდენობას და იმ დასახლებათა (მათ შორის, მაღალმთიან დასახლებათა) ნუსხას, სადაც სანოტარო მომსახურება სათანადოდ ხელმისაწვდომი არ არის. ნოტარიუსთა თანამდებობების მაქსიმალური რაოდენობა არ უნდა იყოს ამ რაოდენობის განსაზღვრის დროისათვის თანამდებობაზე მყოფი ნოტარიუსების საერთო რაოდენობაზე ნაკლები.
ნოტარიატის შესახებ

article  16

ნოტარიუსის რეგისტრაცია საქართველოს ნოტარიუსთა რეესტრში და მის მიერ სანოტარო საქმიანობის დაწყება.
1. ნოტარიუსი თანამდებობაზე დანიშვნიდან 2 თვის ვადაში საქართველოს ნოტარიუსთა პალატას წარუდგენს:
    ა) სამსახურებრივ ბეჭედს და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დადასტურებულ ხელმოწერის ნიმუშს;
    ბ) სავალდებულო პროფესიული დაზღვევის დამადასტურებელ დოკუმენტს;
    გ) დოკუმენტს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ ინსტრუქციით“ დადგენილი წესის შესაბამისად აღჭურვილი სანოტარო ბიუროს მფლობელობის/საკუთრების თაობაზე.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ყველა დოკუმენტის წარდგენის შემდეგ საქართველოს ნოტარიუსთა პალატა დაუყოვნებლივ, მაგრამ არა უგვიანეს 5 სამუშაო დღისა, ახორციელებს ნოტარიუსის რეგისტრაციას საქართველოს ნოტარიუსთა რეესტრში და ანიჭებს ნოტარიუსს ელექტრონული სანოტარო რეესტრის ხელმისაწვდომობის უფლებას, რის შემდეგაც ნოტარიუსი უფლებამოსილია განახორციელოს სანოტარო საქმიანობა.
4. საქართველოს ნოტარიუსთა რეესტრის ფორმასა და წარმოების წესს განსაზღვრავს იუსტიციის მინისტრი.