Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 6
ენერგოეფექტურობის შესახებ article 24 მოხმარებული ენერგიის აღრიცხვისა და გადასახადის დარიცხვის სისტემა. 1. საბოლოო მომხმარებლების მიერ მოხმარებული ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის აღრიცხვა და გადასახადის დარიცხვა ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის მრიცხველების დამონტაჟებისთვის, ოპერირებისა და მათი მდგომარეობის შენარჩუნებისთვის საქართველოს კანონმდებლობით უფლებამოსილი პირები ვალდებული არიან საბოლოო მომხმარებლებს დაუმონტაჟონ ინდივიდუალური მრიცხველები, რომლებიც ენერგიის მოხმარებას რეალურ დროში აღრიცხავს. 2. ხარჯეფექტურობის ანალიზის საფუძველზე ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის მომხმარებლებისთვის აღრიცხვის „ჭკვიანი“ სისტემების დამონტაჟების ეესგ-ით გათვალისწინების შემთხვევაში კომისია შეიმუშავებს შესაბამის სამართლებრივ აქტებს, რათა ენერგიის გამანაწილებლებმა ან/და ენერგიის მიმწოდებლებმა უზრუნველყონ: ა) აღრიცხვის „ჭკვიანი“ სისტემების დამონტაჟება, რომლებიც მომხმარებლებს აწვდის ზუსტ და სანდო ინფორმაციას ენერგიის რეალური მოხმარების, მათ შორის, ენერგიის რეალურ დროში მოხმარების, შესახებ; ბ) აღრიცხვის „ჭკვიანი“ სისტემების ფუნქციონირების მიმართ მინიმალური მოთხოვნებისა და ენერგიის გამანაწილებლების ან/და ენერგიის მიმწოდებლების და მომხმარებლების ვალდებულებების განსაზღვრისას ენერგოეფექტურობის მიზნებისა და სარგებლის სრულად გათვალისწინება; |
ენერგოეფექტურობის შესახებ article 24 გ) აღრიცხვის „ჭკვიანი“ სისტემების მიერ წარმოებული, გადაცემული და მიღებული მონაცემებისა და საბოლოო მომხმარებლების პერსონალური მონაცემების დაცვა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად; დ) მომხმარებლის მოთხოვნის საფუძველზე აღრიცხვის „ჭკვიანი“ სისტემების მიერ მომხმარებლის საკუთრებაში არსებული ენერგიის წარმოების საშუალებებიდან ქსელისთვის მიწოდებული ელექტროენერგიის აღრიცხვის შესაძლებლობა; ე) საბოლოო მომხმარებლის მოთხოვნის შემთხვევაში მისი ელექტროენერგიის გაცემისა და მიღების შესახებ მონაცემების მისთვის ან მისი სახელით მოქმედი მესამე პირისთვის ხელმისაწვდომობა. აღნიშნული მონაცემები მიწოდებული უნდა იქნეს ადვილად გასაგები ფორმით; ვ) აღრიცხვის „ჭკვიანი“ სისტემების დამონტაჟებისას საბოლოო მომხმარებლებისთვის ამ სისტემების წაკითხვისა და მართვის და ენერგიის მოხმარების მონიტორინგის შესახებ რეკომენდაციებისა და ინფორმაციის მიწოდება. |
ენერგოეფექტურობის შესახებ article 24 ა) აღრიცხვის „ჭკვიანი“ სისტემების დამონტაჟება, რომლებიც მომხმარებლებს აწვდის ზუსტ და სანდო ინფორმაციას ენერგიის რეალური მოხმარების, მათ შორის, ენერგიის რეალურ დროში მოხმარების, შესახებ; ბ) აღრიცხვის „ჭკვიანი“ სისტემების ფუნქციონირების მიმართ მინიმალური მოთხოვნებისა და ენერგიის გამანაწილებლების ან/და ენერგიის მიმწოდებლების და მომხმარებლების ვალდებულებების განსაზღვრისას ენერგოეფექტურობის მიზნებისა და სარგებლის სრულად გათვალისწინება; გ) აღრიცხვის „ჭკვიანი“ სისტემების მიერ წარმოებული, გადაცემული და მიღებული მონაცემებისა და საბოლოო მომხმარებლების პერსონალური მონაცემების დაცვა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად; დ) მომხმარებლის მოთხოვნის საფუძველზე აღრიცხვის „ჭკვიანი“ სისტემების მიერ მომხმარებლის საკუთრებაში არსებული ენერგიის წარმოების საშუალებებიდან ქსელისთვის მიწოდებული ელექტროენერგიის აღრიცხვის შესაძლებლობა; ე) საბოლოო მომხმარებლის მოთხოვნის შემთხვევაში მისი ელექტროენერგიის გაცემისა და მიღების შესახებ მონაცემების მისთვის ან მისი სახელით მოქმედი მესამე პირისთვის ხელმისაწვდომობა. აღნიშნული მონაცემები ადვილად გასაგები ფორმით უნდა იქნეს მიწოდებული; |
ენერგოეფექტურობის შესახებ article 24 3. საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული, საბოლოო მომხმარებელთან ანგარიშსწორების განმახორციელებელი პირები ვალდებული არიან უზრუნველყონ საბოლოო მომხმარებლის მიერ ენერგიის მოხმარების შესახებ ისტორიული მონაცემების ხელმისაწვდომობა. კერძოდ, ხელმისაწვდომი უნდა იყოს: ა) ჯამური მონაცემები. ეს მონაცემები უნდა შეესაბამებოდეს ენერგიის გამანაწილებლების ან/და ენერგიის მიმწოდებლების მომხმარებლების შესახებ მონაცემთა ბაზაში ამ მონაცემების შეტანის ინტერვალებს. ჯამური მონაცემები დგება მომხმარებლების შესახებ მონაცემთა ბაზის სულ მცირე ბოლო 3 წლის მონაცემებით ან ენერგიის მიწოდების დაწყებიდან, თუ მომხმარებლის შესახებ მონაცემების ისტორია 3 წელზე ხანმოკლეა; ბ) დეტალური მონაცემები რეალური დროის მიხედვით, ნებისმიერი დღისთვის, კვირისთვის, თვისა და წლისთვის − აღრიცხვის „ჭკვიანი“ სისტემების დანერგვის შემთხვევაში. ეს მონაცემები საბოლოო მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი შეიძლება გახდეს ინტერნეტის ან მრიცხველის (ინდიკაციის ერთეულის) მეშვეობით, სულ მცირე ბოლო 24 თვისთვის ან აღრიცხვის „ჭკვიანი“ სისტემების დანერგვიდან, თუ ეს პერიოდი 24 თვეზე მცირეა. |
ენერგოეფექტურობის შესახებ article 24 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულმა პირებმა უნდა უზრუნველყონ, რომ საბოლოო მომხმარებლისთვის წარდგენილი ენერგიის ქვითარი შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას (არსებობის შემთხვევაში): ა) ინფორმაციას ენერგიის რეალური მოხმარების შესახებ, მისი ფასისა და ღირებულების მითითებით; ბ) ინფორმაციას წინა წლის იმავე პერიოდში მოხმარებული ენერგიის შესახებ, მისი ფასის მითითებით; გ) ინფორმაციას საბოლოო მომხმარებელთა იმავე ჯგუფის მიერ მოხმარებული ენერგიის საშუალო მაჩვენებლის შესახებ; დ) ინფორმაციას ამ კანონის მე-12 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული რეესტრის შესახებ. |
ენერგოეფექტურობის შესახებ article 24 ა) ინფორმაციას ენერგიის რეალური მოხმარების შესახებ. ამ ინფორმაციაში მითითებული უნდა იყოს ენერგიის მიმდინარე ფასი; ბ) ინფორმაციას საბოლოო მომხმარებლის მიერ მიმდინარე პერიოდში მოხმარებული ენერგიის წინა წლის იმავე პერიოდში მოხმარებულ ენერგიასთან შედარების შესახებ. ამ ინფორმაციაში მითითებული უნდა იყოს ენერგიის ფასები, უპირატესად − დიაგრამის ფორმატში; გ) ინფორმაციას საბოლოო მომხმარებელთა იმავე ჯგუფის მიერ მოხმარებული ენერგიის საშუალო მაჩვენებლის შესახებ; დ) ინფორმაციას ამ კანონის მე-12 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სიის/რეესტრის შესახებ. ეს ინფორმაცია მითითებული უნდა იყოს აგრეთვე საბოლოო მომხმარებელთან დადებულ ხელშეკრულებაში, ამ ხელშეკრულების ცვლილებაში და საბოლოო მომხმარებლის ინდივიდუალურ პორტალზე. |