FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 2

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

article  193

ამ რეგლამენტის 181-ე−192-ე მუხლებით გათვალისწინებულ თანამდებობის პირთა არჩევის, მათ დანიშვნაზე თანხმობის მიცემის პროცედურა.
1. პარლამენტი ამ რეგლამენტის 181-ე−192-ე მუხლებით გათვალისწინებულ თანამდებობის პირებს ირჩევს, როგორც წესი, მისთვის შესაბამისი კანდიდატურის წარდგენიდან 2 კვირის ვადაში, თუ საქართველოს საკანონმდებლო აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი.
2. პარლამენტის ბიურო განსაზღვრავს ამ რეგლამენტის 182-ე−192-ე მუხლებით გათვალისწინებული თანამდებობის პირების არჩევის, მათ დანიშვნაზე თანხმობის მიცემის საკითხის განმხილველ კომიტეტს/კომიტეტებს. ამ მუხლით დადგენილი წესები ვრცელდება აგრეთვე საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარისა და მოსამართლის არჩევის შემთხვევაზე, თუ ამ რეგლამენტის 181-ე მუხლით სხვა რამ არ არის დადგენილი.
3. პარლამენტის შესაბამისი კომიტეტი ადგენს თანამდებობის პირის კანდიდატურის საქართველოს კონსტიტუციის ან/და სხვა კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობას. ამ მიზნით კანდიდატი ვალდებულია კომიტეტს სრულყოფილად მიაწოდოს საჭირო ინფორმაცია. თავის მხრივ, კომიტეტი უფლებამოსილია მოიძიოს/გადაამოწმოს აღნიშნული თანამდებობის პირის კანდიდატურის შესახებ საჭირო ინფორმაცია, მათ შორის, მისი ბიოგრაფიული ცნობები, შრომითი გამოცდილებისა და პროფესიული ცოდნის შესახებ ინფორმაცია.
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

article  193

4. თანამდებობის პირთა კანდიდატურების საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის დადგენის შემდეგ პარლამენტის შესაბამისი კომიტეტი სხდომაზე უსმენს თითოეულ კანდიდატს.
5. პარლამენტის შესაბამისი კომიტეტი სხდომაზე კანდიდატების მოსმენის შემდეგ შეიმუშავებს დასკვნას. კომიტეტის დასკვნის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება კომიტეტის სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. კომიტეტის დასკვნა უნდა შეიცავდეს კომიტეტის რეკომენდაციას ამ რეგლამენტის 181-ე−192-ე მუხლებით გათვალისწინებულ თანამდებობის პირთა კანდიდატურების მიმართ. კომიტეტის დასკვნა პარლამენტის პლენარული სხდომის დღის წესრიგში შესატანად წარედგინება პარლამენტის ბიუროს და ქვეყნდება პარლამენტის ვებგვერდზე.
6. პარლამენტის შესაბამისი კომიტეტის წარდგინების საფუძველზე, პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით პარლამენტი პლენარულ სხდომაზე კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვისთვის დადგენილი წესით განიხილავს კანდიდატურებს და უსმენს ამ რეგლამენტის 183-ე−192-ე მუხლებით გათვალისწინებულ ყოველ კონკრეტულ თანამდებობაზე დასახელებულ თითოეულ კანდიდატს.
7. კენჭისყრის წინ პარლამენტის პლენარული სხდომის თავმჯდომარე პარლამენტს აცნობს კანდიდატთა სიას და მათ წერილობით თანხმობას.