Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ article 87 საკონტროლო შესყიდვა. 1. სააგენტოს უფლება აქვს, განახორციელოს საავტომობილო სამგზავრო გადაყვანასთან დაკავშირებული მომსახურების საკონტროლო შესყიდვის პროცედურა. 2. საავტომობილო სამგზავრო გადაყვანასთან დაკავშირებული მომსახურების საკონტროლო შესყიდვის მიზანია საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ფაქტის გამოვლენა. 3. სააგენტოს უფლებამოსილი პირი საავტომობილო სამგზავრო გადაყვანასთან დაკავშირებული მომსახურების საკონტროლო შესყიდვის პროცედურის განხორციელებისას შეიძლება გამოვიდეს, როგორც ფსევდომომხმარებელი. 4. სააგენტოს უფლება აქვს, საავტომობილო სამგზავრო გადაყვანასთან დაკავშირებული მომსახურების საკონტროლო შესყიდვის პროცედურის განხორციელებისას მოსამართლის ბრძანების გარეშე გამოიყენოს ამ პროცედურის დაფიქსირების ტექნიკური საშუალებები. |