Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
საქართველოს საგადასახადო კოდექსი article 141 დარიცხვის მეთოდით შემოსავლების მიღების მომენტი. 1. გადასახადის გადამხდელის შემოსავლების მიღების უფლება მოპოვებულად ითვლება, თუ: ა) შესაბამისი თანხა ექვემდებარება გადასახადის გადამხდელისათვის გადახდას; ბ) გადასახადის გადამხდელმა შეასრულა გარიგებით (ხელშეკრულებით) გათვალისწინებული ყველა ვალდებულება. 2. თუ გადასახადის გადამხდელი სწევს მომსახურებას, ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული უფლება მის მიერ გარიგებით (ხელშეკრულებით) გათვალისწინებული მომსახურების გაწევის დამთავრების მომენტში მოპოვებულად ითვლება. 3. თუ გადასახადის გადამხდელი იღებს ან მას უფლება აქვს, მიიღოს შემოსავალი პროცენტის სახით ან ქონების იჯარით გადაცემით, შემოსავალი სავალო ვალდებულების ან იჯარის ხელშეკრულების ვადის გასვლის მომენტში მიღებულად ითვლება. ამასთანავე, თუ სავალო ვალდებულების ან იჯარის ხელშეკრულების ვადა რამდენიმე საანგარიშო პერიოდს მოიცავს, შემოსავალი საანგარიშო პერიოდებს შორის ნაწილდება თითოეულ საანგარიშო პერიოდში დარიცხული ან დასარიცხი თანხის მიხედვით. 5. საბანკო დაწესებულება, საკრედიტო კავშირი, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია სესხებზე დარიცხულ საპროცენტო შემოსავლებს აღიარებს ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების (IFRS) მიხედვით. |
საქართველოს საგადასახადო კოდექსი article 141 დარიცხვის მეთოდით შემოსავლების მიღების მომენტი. . ა) სესხად განიხილება კრედიტი (სესხი), ოვერდრაფტი, აკრედიტივი, საკრედიტო ხაზი, გარანტია ან/და სავალო ფასიანი ქაღალდები, ფაქტორინგი, აგრეთვე ამ ინსტრუმენტებიდან მიღებული/მისაღები (მათ შორის, დისკონტის, საკომისიოს ან/და სარგებლის სახით მიღებული/მისაღები) ნებისმიერი სახის წინასწარ განცხადებული (დადგენილი) შემოსავალი; ბ) საპროცენტო შემოსავლები განისაზღვრება ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების (IFRS) მიხედვით. |