FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 2

საერთაშორისო დაცვის შესახებ

article  41

თავშესაფრის მაძიებელთან გასაუბრება.
1. საერთაშორისო დაცვაზე განცხადების ჩვეულებრივი წესით განხილვისას თავშესაფრის მაძიებელთან ტარდება გასაუბრება, გარდა ამ კანონის 47-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.
2. თავშესაფრის მაძიებელს გასაუბრებას მისი დასაბუთებული მოთხოვნით, ასეთი შესაძლებლობის არსებობის შემთხვევაში უტარებს მისთვის სასურველი სქესის უფლებამოსილი თანამდებობის პირი და იგი სარგებლობს სასურველი სქესის თარჯიმნის მომსახურებით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც უფლებამოსილ თანამდებობის პირს აქვს საფუძველი ვარაუდისთვის, რომ აღნიშნული მოთხოვნა დაფუძნებულია იმ გარემოებაზე, რომელიც არ არის დაკავშირებული სირთულეებთან, პირმა დაუბრკოლებლად წარმოადგინოს მისი საერთაშორისო დაცვაზე განცხადების საფუძველი.
3. გასაუბრება ტარდება ინდივიდუალურად, ოჯახის ყველა სრულწლოვან წევრთან. გამონაკლის შემთხვევაში გასაუბრება შეიძლება ჩატარდეს ოჯახის არასრულწლოვან წევრთან სათანადო სპეციალიზაციის მქონე უფლებამოსილი თანამდებობის პირის მიერ, თუ იკვეთება ამ კანონის 38-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული, არასრულწლოვანზე ორიენტირებული ქმედება. თავშესაფრის მაძიებელთან ინდივიდუალური გასაუბრება, როგორც წესი, ოჯახის წევრების დაუსწრებლად ტარდება.
საერთაშორისო დაცვის შესახებ

article  41

4. გასაუბრებისას თავშესაფრის მაძიებელს უნდა მიეცეს შესაძლებლობა, განმარტოს ის გარემოებები, რომლებიც შეიძლება მის საერთაშორისო დაცვაზე განცხადებას აკლდეს ან/და შეუსაბამო/წინააღმდეგობრივი იყოს, აგრეთვე განმარტოს მის მიერ მიწოდებულ ფაქტებსა და სხვა წყაროებიდან მიღებულ სათანადო ინფორმაციას (მათ შორის, წარმოშობის ქვეყნის შესახებ ინფორმაციას) შორის არსებული შეუსაბამობა/წინააღმდეგობა.
5. შესაბამისი მასალების სიზუსტის უზრუნველსაყოფად გასაუბრება ფორმდება წერილობით და ფიქსირდება ხმის ჩამწერი მოწყობილობით. გასაუბრების ოქმი და აუდიოჩანაწერი თავშესაფრის მაძიებლის პირად საქმეში ინახება. გასაუბრების აუდიოჩაწერის განხორციელების შესახებ მისი განხორციელების დაწყებისთანავე ეცნობება უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს.