Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებულ სასაზღვრო ღონისძიებათა შესახებ article 10 საქონლის ჩამორთმევა და განადგურება სამსახურის მიერ. 1. თუ ამ კანონის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტით ან მე-6 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შეტყობინების მიღებიდან საქონლის შეჩერების ვადის განმავლობაში განმცხადებელი და საქონლის იმპორტიორი, ექსპორტიორი ან/და მფლობელი სამსახურს წარუდგენენ წერილობით შეთანხმებას, რომ საქონლის მფლობელი უარს აცხადებს შეჩერებულ საქონელზე, საქონელი (გარდა ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ეგზემპლარისა) ნადგურდება განმცხადებლის ხარჯითა და პასუხისმგებლობით და სამსახურის ზედამხედველობით. მალფუჭებადი საქონლის შემთხვევაში სამსახურისათვის წერილობითი შეთანხმების წარდგენის ვადაა 3 სამუშაო დღე. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შეთანხმების მიუღწევლობისას მხარეებს შორის დავა სასამართლო წესით განიხილება. ამ შემთხვევაში საქონლის შეჩერებასთან დაკავშირებული ყველა საკითხი (მათ შორის, საქონლის შეჩერების ხანგრძლივობა, მიყენებული ზიანის ოდენობა, უფლებების დარღვევის ფაქტის არსებობა) წყდება სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე. 3. განმცხადებელი ან საქონლის იმპორტიორი, ექსპორტიორი ან/და მფლობელი საქონლის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების მოქმედების პერიოდში სასამართლოსათვის სასარჩელო განცხადებით მიმართვის შემთხვევაში ვალდებულია სასამართლო განჩინება დაუყოვნებლივ წარუდგინოს სამსახურს. |
ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებულ სასაზღვრო ღონისძიებათა შესახებ article 10 4. თუ საქონლის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების მოქმედების პერიოდში არ შესრულდა ამ მუხლის პირველი და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული პროცედურები, სამსახური უზრუნველყოფს საქონლის გაშვებისათვის აუცილებელი ღონისძიებების განხორციელებას. 5. სამსახურს უფლება აქვს, შეინახოს გასანადგურებელი საქონლის ეგზემპლარი ან/და მისი ამსახველი ფოტოსურათის ელექტრონული ვერსია, რომელიც შემდგომ შეიძლება სასწავლო მიზნით იქნეს გამოყენებული. 6. გასანადგურებელი საქონელი ინტელექტუალური საკუთრების ობიექტის შემცველი ყველა გამოსახულების, ეტიკეტის, ანაბეჭდისა და შეფუთვის მოცილების შემდეგ შეიძლება გამოყენებულ იქნეს ჰუმანიტარული ან საქველმოქმედო მიზნით, მხოლოდ განმცხადებლის თანხმობით და იმ პირობით, რომ ეს საქონელი საფრთხეს არ შეუქმნის ადამიანის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას. |