FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 2

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საბიუჯეტო პროცესისა და უფლებამოსილებათა შესახებ

article  39

რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების აღრიცხვა და  ანგარიშგება.
1. ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ სტანდარტული სააღრიცხვო პროცედურებისა და ანგარიშგების მოთხოვნების დაცვა ხორციელდება საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ გამოცემული მითითებების შესაბამისად.
2. რესპუბლიკური ბიუჯეტის ანგარიში გახსნილია სახელმწიფო  ხაზინის  ერთიანი  ანგარიშის  სისტემაში.  ამ  ანგარიშის  მართვისა  და  ოპერირების კონტროლის, აგრეთვე ამ ანგარიშიდან თანხის გადარიცხვაზე ნებართვის გაცემის უფლება, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გამონაკლისი შემთხვევებისა, აქვს მხოლოდ ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს.
3. ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო აღრიცხავს თითოეული მხარჯავი დაწესებულებისადმი დაქვემდებარებული საბიუჯეტო ორგანიზაციის მიერ გაწეულ გადასახდელებს, რაც მოიცავს ინფორმაციას საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით გადახდის განხორციელების ყველა ეტაპის შესახებ. იგი ასევე აღრიცხავს საბიუჯეტო კლასიფიკაციით გათვალისწინებულ შემოსულობებს.
4. ყოველი კვარტალის დასრულებიდან 10 დღის ვადაში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ დამტკიცებული წესის შესაბამისად, მხარჯავი დაწესებულებები ამზადებენ კვარტალურ ანგარიშებსა და ანგარიშგებებს.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საბიუჯეტო პროცესისა და უფლებამოსილებათა შესახებ

article  39

5. ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ყოველი თვის დასრულებიდან 10 დღის ვადაში ამზადებს ანგარიშს რესპუბლიკური ბიუჯეტის შემოსულობების, გადასახდელების, ნაშთის ცვლილებისა და მთლიანი სალდოს ჩვენებით.