Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ article 23 რეგულირებული შეთანხმების დადების შესახებ შეთავაზება. 1. რეგულირებული შეთანხმების დადების შესახებ შეთავაზება უნდა შეიცავდეს: ა) მოვალის საქმიანობის ანგარიშს; ბ) შეთავაზების პირობებს; გ) მითითებას მორატორიუმის გამოყენების თაობაზე; დ) შემთავაზებლის მოსაზრებას იმის თაობაზე, თუ რატომ არის რეგულირებული შეთანხმების დადება სასურველი და მიზანშეწონილი; ე) შემთავაზებლის პოზიციას იმის თაობაზე, თუ რატომ არის მოსალოდნელი, რომ კრედიტორები მხარს დაუჭერენ რეგულირებულ შეთანხმებას. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის წარდგენის ვალდებულება შემთავაზებელს ეკისრება მისთვის ცნობილი ინფორმაციის ფარგლებში. 3. შეთავაზება უნდა შეიცავდეს აგრეთვე თარიღს და შემთავაზებლის ხელმოწერას. |