Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
მეწარმეთა შესახებ article 202 აქციონერის უფლება ინფორმაციაზე. 1. საერთო კრების მიმდინარეობისას საერთო კრების მონაწილე აქციონერს უფლება აქვს, მისი დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებთან დაკავშირებით სააქციო საზოგადოების ხელმძღვანელ ორგანოს/პირებს დაუსვას შეკითხვები და მოსთხოვოს ამ საკითხების სათანადოდ განხილვისა და შეფასებისთვის აუცილებელი ნებისმიერი ინფორმაცია. 2. სააქციო საზოგადოების ხელმძღვანელი ორგანო ვალდებულია აქციონერის შეკითხვებს უპასუხოს და მას მოთხოვნილი ინფორმაცია სრულად მიაწოდოს. 3. სააქციო საზოგადოების ხელმძღვანელ ორგანოს უფლება აქვს, აქციონერს უარი უთხრას მოთხოვნილი ინფორმაციის მიწოდებაზე, თუ: ა) შესაბამისი ინფორმაციის მიწოდებამ სააქციო საზოგადოებას შეიძლება მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს; ბ) შესაბამისი ინფორმაციის გაცემით კონფიდენციალური ინფორმაცია გამჟღავნდება; გ) დასმულ შეკითხვას პასუხი საერთო კრების დაწყებამდე და მისი მიმდინარეობისას სააქციო საზოგადოების ვებგვერდზე კითხვა-პასუხის ფორმატით აქვს გაცემული. |
მეწარმეთა შესახებ article 202 4. თუ საერთო კრების დაწყებამდე სააქციო საზოგადოებამ თავისი ინიციატივით რომელიმე აქციონერს, აქციონერის სტატუსიდან გამომდინარე, მიაწოდა ინფორმაცია, იგივე ინფორმაცია უნდა მიეწოდოს საერთო კრების მონაწილე ყველა სხვა აქციონერს, იმ შემთხვევაშიც, თუ ეს ინფორმაცია საერთო კრების დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განსახილველად აუცილებელი არ არის. 5. ინფორმაციის მიწოდებაზე სააქციო საზოგადოების ხელმძღვანელი ორგანოს უარი შეიძლება საერთო კრების ოქმის შედგენიდან 15 დღის ვადაში გასაჩივრდეს სასამართლოში. 6. თუ სასამართლო დააკმაყოფილებს აქციონერის მოთხოვნას, აქციონერს მოთხოვნილი ინფორმაცია საერთო კრების გარეშეც მიეწოდება. სააქციო საზოგადოებამ იგივე ინფორმაცია ხელმისაწვდომი უნდა გახადოს ყველა სხვა დაინტერესებული აქციონერისთვის. |