Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
თავდაცვის კოდექსი article 15 თავდაცვის ძალების რაოდენობა. 1. თავდაცვის ძალების ზღვრულ რაოდენობას სამინისტროს მიმართვის საფუძველზე, საქართველოს მთავრობის წარდგინებით ყოველწლიურად ამტკიცებს საქართველოს პარლამენტი. 2. ამ მუხლის პირველი ნაწილის მიზნებისთვის თავდაცვის ძალების რაოდენობაში შედიან სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეები. 3. საქართველოს პარლამენტს თავდაცვის ძალების რაოდენობა დასამტკიცებლად წარედგინება სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტთან ერთად. 4. საქართველოს პარლამენტის მიერ დამტკიცებული თავდაცვის ძალების რაოდენობის შეზღუდვა არ ვრცელდება: ა) საომარი მდგომარეობის ან/და საგანგებო მდგომარეობის დროს; ბ) სარეზერვო სამხედრო სამსახურში გასაწვევი პირების რაოდენობაზე; გ) სამინისტროში არსებულ დროებით შტატებზე. |