Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
ბავშვის უფლებათა კოდექსი article 32 რეზიდენტული ზრუნვის დაწესებულებისადმი დამატებითი, სპეციფიკური მოთხოვნები. 1. დაუშვებელია ისეთი რეზიდენტული ზრუნვის დაწესებულების შექმნა, რომელიც მცირე ოჯახური ტიპის არ არის, რომლის აუცილებლობა დასაბუთებული არ არის უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოს შეფასების საფუძველზე და რომელიც არ აკმაყოფილებს ბავშვზე ზრუნვის ერთიან სახელმწიფო სტანდარტებს. 2. ნებისმიერი საჯარო ან კერძო რეზიდენტული ზრუნვის დაწესებულების მიერ საქმიანობის განხორციელება დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას ლიცენზია „სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზირების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად აქვს მიღებული. 3. რეზიდენტული ზრუნვის დაწესებულების ლიცენზირება და ლიცენზიის პირობების რეგულარული შემოწმება უფლებამოსილმა ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა განახორციელოს. საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სალიცენზიო პირობებისა და საქმიანობის წესის დარღვევა იწვევს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით პასუხისმგებლობის დაკისრებას. 4. არსებული რეზიდენტული ზრუნვის დაწესებულებისთვის ლიცენზიის გაგრძელების და ახალი რეზიდენტული ზრუნვის დაწესებულების შექმნის საკითხები უნდა გადაწყდეს დეინსტიტუციონალიზაციის ერთიანი სახელმწიფო სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შესაბამისად. |
ბავშვის უფლებათა კოდექსი article 32 5. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო და მუნიციპალიტეტი რეზიდენტული ზრუნვის დაწესებულებას ქმნიან არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფორმით ან ბავშვის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამების განმახორციელებელ კერძო პირს კონკურსის წესით შეარჩევენ. 6. დეინსტიტუციონალიზაციის მიზნით სახელმწიფო ახორციელებს ყველა საჭირო საკანონმდებლო და ადმინისტრაციულ ღონისძიებას, რომლებიც ითვალისწინებს ბავშვის, მათ შორის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვის, მიმართ რეზიდენტული ზრუნვის ეტაპობრივ ჩანაცვლებას მინდობით აღზრდისა და სხვა, ოჯახსა და თემზე დაფუძნებული ზრუნვის სერვისებით. ამ მიზნით საქართველოს მთავრობა შეიმუშავებს და ახორციელებს დეინსტიტუციონალიზაციის ერთიან სახელმწიფო სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმას დიდი ზომის რეზიდენტული ზრუნვის დაწესებულებების ეტაპობრივი დახურვის უზრუნველსაყოფად. |