Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
საზღვაო კოდექსი article 142 1. გემის ნავსადგურიდან გასვლამდე ტვირთის საზღვაო გადაზიდვის ხელშეკრულებაზე უარის თქმა შეუძლია ორივე მხარეს ამასთან დაკავშირებული ხარჯების მეორე მხარისათვის ანაზღაურების გარეშე შემდეგ შემთხვევებში: ა) სამხედრო ან სხვა ისეთი მოქმედებების დროს, როდესაც შეიძლება გაჩნდეს გემის ან ტვირთის სხვის ხელში ჩაგდების საშიშროება; ბ) გაგზავნის ან დანიშნულების ნავსადგურების ბლოკადაში ყოფნისას; გ) ხელშეკრულების მხარეთაგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო ხელისუფლების წარმომადგენელთა განკარგულებით გემის დაკავებისას; დ) დროშის ან ნავსადგურის სახელმწიფოს მიერ გემის სპეციალური მიზნებისათვის გამოყენების შემთხვევაში; ე) როდესაც ხელისუფლების ორგანოების მიერ აკრძალულია გადასაზიდი ტვირთის გაგზავნის ნავსადგურიდან გატანა ან დანიშნულების ნავსადგურში შეტანა. 2. ამ მუხლის პირველი ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებში მითითებული შემთხვევები არ წარმოადგენს ტვირთის საზღვაო გადაზიდვაზე უარის თქმის საფუძველს მეორე მხარისათვის ზიანის აუნაზღაურებლად, თუ ასეთი დაყოვნება ხანმოკლეა. 3. ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში გადამზიდავი არ გაიღებს გადატვირთვის ხარჯებს. |