Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ article 33 უცხო ქვეყნიდან ბავშვის შვილად აყვანის შესახებ მიმართვა. 1. უცხო ქვეყანაში მუდმივად მცხოვრები ბავშვის შვილად აყვანის მსურველმა საქართველოში მუდმივად მცხოვრებმა პირებმა (პირმა) კანონით დადგენილი წესით განცხადებით უნდა მიმართონ (მიმართოს) ცენტრალურ ორგანოს. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული განცხადების ფორმას ამტკიცებს ცენტრალური ორგანო. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირები (პირი) უცხო ქვეყნიდან ბავშვის შვილად აყვანის მიზნით მშვილებლებად (მშვილებლად) რეგისტრაციისთვის უნდა აკმაყოფილებდნენ (აკმაყოფილებდეს) ყველა მოთხოვნას, რომლებიც დადგენილია საქართველოში ბავშვის შვილად აყვანისთვის. 4. უცხო ქვეყნიდან ბავშვის შვილად აყვანის მსურველი პირები (პირი) ვალდებული არიან (ვალდებულია), დამატებით წარადგინონ (წარადგინოს) სათანადო დოკუმენტაცია, რომელსაც ითვალისწინებს წარმოშობის სახელმწიფოს კანონმდებლობა და მოითხოვს შესაბამისი კომპეტენტური ორგანო. |