Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
განათლების ხარისხის განვითარების შესახებ article 13 ავტორიზაციის სამართლებრივი შედეგი. 1. ავტორიზაციის შედეგად ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიიღოს მოსწავლეები, პროფესიული სტუდენტები და გასცეს კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი. 2. ავტორიზაციის შედეგად უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე, ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიიღოს სტუდენტები და გასცეს კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი, გარდა ამ კანონის მე-11 მუხლის 2-1 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. 3. ამ კანონის მე-11 მუხლის 2-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სამინისტროს მიერ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების/ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის ფუნქციონირების მიზანშეწონილობის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება/ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამა აგრძელებს ფუნქციონირებას ავტორიზაციის დარჩენილი ვადით. |