Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი article 96 ფინანსური დახმარების განაცხადის მომზადებისა და წარდგენის ვადები. 1. დასაგეგმი საბიუჯეტო წლისათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსური დახმარების მიღების საჭიროებისას ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ორგანო არა უგვიანეს 15 ივნისისა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარუდგენს ძირითად მონაცემებს ფინანსური დახმარების მოცულობის განსასაზღვრავად. 2. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელ ორგანოს დასაგეგმი საბიუჯეტო წლის ძირითად საბიუჯეტო პარამეტრებს აცნობებს მიმდინარე წლის 15 ივლისამდე, ხოლო ინფორმაციას სახელმწიფო ბიუჯეტიდან ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტისათვის ფინანსური დახმარების გამოყოფის შესახებ – არა უგვიანეს 5 ოქტომბრისა. |