Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
სასაქონლო ბირჟებისა და საბირჟო ვაჭრობის შესახებ article 6 საბირჟო გარიგება. 1. საბირჟო გარიგება იდება მხოლოდ საბირჟო საქონელზე. 2. საბირჟო გარიგებად ითვლება ბირჟის მიერ რეგისტრაციაში გატარებული ხელშეკრულება (შეთანხმება), რომელიც საბირჟო ვაჭრობის მონაწილეთა შორის საბირჟო საქონელზე და საბირჟო ვაჭრობის დროს დადებულია საჯაროდ. 3. საბირჟო საქონლად არ ითვლება უძრავი ქონება და ინტელექტუალური საკუთრების ობიექტი, აგრეთვე მათთან დაკავშირებული სხვა გარიგებანი. 4. გარიგება, რომელიც განხორციელდა ბირჟაზე, მაგრამ არ შეესაბამება ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების მოთხოვნებს, არ ჩაითვლება საბირჟო გარიგებად. ასეთი გარიგება არ შეიძლება განხორციელდეს ბირჟის სახელითა და სახსრებით და მასზე ბირჟის გარანტიები არ ვრცელდება. |