FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 8

სოციალური მუშაობის შესახებ

article  52

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს უფლებამოსილებები.
1. საქართველოს იუსტიციის სამინისტრო უფლებამოსილია ჩაატაროს სოციალური მუშაობა პენიტენციურ და არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის სისტემებში, აგრეთვე ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის გზით განმეორებითი დანაშაულის პრევენციის მიზნით, დანაშაულის ჩადენის რისკის ქვეშ მყოფ პირთა ჯგუფებთან და აღსრულების მიმართულებით. იგი საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში, სოციალური მუშაკების მონაწილეობით ზრუნავს სოციალური პოლიტიკის გაუმჯობესებასა და შესაბამისი ინიციატივების შემუშავებაზე.
2. პენიტენციური სისტემის სოციალური მუშაკი:
    ა) ხელს უწყობს ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა უფლებების დაცვას;
    ბ) კონსულტაციას უწევს ბრალდებულებს/მსჯავრდებულებს;
    გ) ახორციელებს ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ადვოკატირებას;
    დ) ხელს უწყობს ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა პენიტენციური სტრესის შემცირებას;
    ე) მონაწილეობს მსჯავრდებულთა საშიშროების რისკის შეფასებაში/გადაფასებაში;
    ვ) ახდენს ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ზიანის რისკის შეფასებას/გადაფასებას;
    ზ) რეციდივის ალბათობის დასადგენად ახდენს მსჯავრდებულის რისკებისა და საჭიროებების შეფასებას/გადაფასებას;
    თ) გამოვლენილი რისკებისა და საჭიროებების საფუძველზე, მსჯავრდებულის მონაწილეობით შეიმუშავებს სასჯელის მოხდის ინდივიდუალურ გეგმას;
სოციალური მუშაობის შესახებ

article  52

ი) ავლენს პენიტენციურ დაწესებულებებში ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა მოწყვლად ჯგუფებს მათი ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის ხელშეწყობის მიზნით, ზრუნავს დადგენილი სტანდარტების დაცვაზე;
    კ) ხელს უწყობს ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა საგანმანათლებლო პროგრამებში მონაწილეობას და ამ პროგრამების განხორციელებას;
    ლ) ხელს უწყობს მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადების პროგრამებში მონაწილეობას და ამ პროგრამების განხორციელებას;
    მ) განსაზღვრავს ფსიქოსოციალური რეაბილიტაციისა და თერაპიის მიმართულებებს, ხელს უწყობს მათ განხორციელებას და მათ უწევს ფასილიტაციას;
    ნ) ხელს უწყობს პენიტენციურ დაწესებულებებში განთავსებულ მსჯავრდებულთა შრომას/დასაქმებას;
    ო) ხელს უწყობს ბრალდებულთათვის/მსჯავრდებულთათვის დამხმარე პროგრამების, კერძოდ, კულტურული, სპორტული, რელიგიური, შემეცნებითი და სხვა ღონისძიებების განხორციელებას;
    პ) ხელს უწყობს მსჯავრდებულთა რესოციალიზაციისა და რეინტეგრაციისთვის მომზადებას;
    ჟ) საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში წარმართავს მუშაობას მოშიმშილე ბრალდებულთან/მსჯავრდებულთან;
    რ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
სოციალური მუშაობის შესახებ

article  52

3. არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის სისტემაში სოციალური მუშაობა წარიმართება ამ კანონისა და „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონის ფარგლებში. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს (შემდგომ − დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო) სოციალური მუშაკი მსჯავრდებულის რესოციალიზაციისა და რეაბილიტაციის და დანაშაულის პრევენციის მიზნით:
    ა) აფასებს სრულწლოვანი/არასრულწლოვანი პირობით მსჯავრდებულის რისკებსა და საჭიროებებს;
    ბ) მონაწილეობს მულტიდისციპლინური ჯგუფის მუშაობაში ბენეფიციარის ზიანის რისკისა და დანაშაულის განმეორების ალბათობის დასადგენად და სხვა სპეციალისტებთან ერთად შეიმუშავებს სასჯელის აღსრულების ინდივიდუალურ გეგმას;
    გ) სასჯელის აღსრულების ინდივიდუალური გეგმის ფარგლებში ბენეფიციარებს აწვდის სარეაბილიტაციო მომსახურებას;
    დ) მუშაობს პირობით მსჯავრდებულთა ოჯახებთან ოჯახური კონფერენციების მოწყობისა და კონსულტაციის გაწევის საშუალებით;
სოციალური მუშაობის შესახებ

article  52

ე) მონაწილეობს პირობით მსჯავრდებულთა საჭიროებების შესაბამისი სარეაბილიტაციო ტრენინგმოდულების შექმნაში;
    ვ) პირობით მსჯავრდებულებს აკავშირებს იმ ორგანიზაციებთან, რომლებიც ხელს შეუწყობენ მათ რეაბილიტაციასა და რესოციალიზაციას;
    ზ) მსჯავრდებულის გათავისუფლებისათვის მომზადების პროცესში სპეციალური პენიტენციური სამსახურისა  და დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს კოორდინირებული საქმიანობის ფარგლებში უზრუნველყოფს პირობით ვადამდე გათავისუფლების კომისიისთვის მსჯავრდებულის ოჯახისა და სოციალური გარემოს რისკებისა და საჭიროებების შეფასების შესახებ დასკვნის მომზადებას.
4. განრიდების ან განრიდება-მედიაციის პროგრამაში ჩართულ 14 წლიდან 21 წლამდე პირებთან მომუშავე დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს სოციალური მუშაკი:
    ა) უზრუნველყოფს განრიდება-მედიაციის პროგრამისთვის მართლმსაჯულების სისტემისგან განრიდებული პირის მდგომარეობის ინდივიდუალურ შეფასებას შესაბამისი მეთოდოლოგიის გამოყენებით;
    ბ) ხელს უწყობს ბენეფიციარის სოციალურ აქტიურობას, სერვისების მოძიების მიზნით თანამშრომლობს სხვადასხვა ორგანიზაციასთან;
    გ) მონიტორინგს უწევს განრიდებული პირის ხელშეკრულების პირობების შესრულებას;
სოციალური მუშაობის შესახებ

article  52

დ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
5. დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს სოციალური მუშაკი ამზადებს არასრულწლოვანი ბრალდებულის ინდივიდუალური შეფასების ანგარიშს მისთვის სასჯელის დანიშვნის მიზნით.
6. სოციალური მუშაობის სფეროში ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის მიმართულებით დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილებებია:
    ა) ბენეფიციართა ბიოლოგიური და ფსიქოსოციალური შეფასების საფუძველზე მომსახურების ინდივიდუალური გეგმის შემუშავება, მათ საჭიროებებზე მორგებული ფსიქოსოციალური მომსახურების დანერგვა, მოძიება და მიწოდება, მათი რეაბილიტაციის პროცესის მონიტორინგი;
    ბ) ბენეფიციართა ოჯახის წევრებთან ან უახლოეს წრესთან მუშაობის წარმართვა და პრობლემური შემთხვევების მართვა;
    გ) ბენეფიციართა ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების გადაჭრაზე ზრუნვა;
    დ) ბენეფიციართათვის საჭიროების შესაბამისი არაფორმალური განათლების მომსახურების მიწოდება, მათი პროფესიული გადამზადება და მათი დასაქმების ხელშეწყობა;
სოციალური მუშაობის შესახებ

article  52

ე) ბენეფიციართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის მიზნით სპორტულ-კულტურული და რეკრეაციული ღონისძიებების დაგეგმვა ან მოძიება და მიწოდება;
    ვ) კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვან ბენეფიციართა რესოციალიზაციის  ხელშეწყობა;
    ზ) ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება;
    თ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
7. დანაშაულის ჩადენის რისკის ქვეშ მყოფ არასრულწლოვან პირთა ჯგუფებთან სოციალური მუშაობის სფეროში დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილებებია:
    ა) დანაშაულის ჩადენის რისკის ქვეშ მყოფ ბენეფიციართა ბიოლოგიური და ფსიქოსოციალური შეფასება, მომსახურების ინდივიდუალური გეგმის შემუშავება და მისი განხორციელების მონიტორინგი, ბენეფიციართა საჭიროებებზე მორგებული მომსახურებების დანერგვა ან მოძიება და მიწოდება;
    ბ) ბენეფიციართა მიერ დანაშაულის ჩადენის რისკის შეფასება;
    გ) საჭიროების შემთხვევაში, ბენეფიციარებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის კონსულტაციების გაწევა;
სოციალური მუშაობის შესახებ

article  52

დ) ბავშვსა და ოჯახზე ზრუნვის სფეროში მომუშავე სპეციალისტებთან კოორდინირებული მუშაობის წარმართვა, აგრეთვე დღის ცენტრებისა და 24-საათიანი სახელმწიფო ზრუნვის სისტემაში მომუშავე სპეციალისტებისათვის დანაშაულის მეორე დონის პრევენციისკენ მიმართული სერვისების შესახებ საინფორმაციო შეხვედრების გამართვა;
    ე) დანაშაულის ჩადენის რისკის ქვეშ მყოფ პირებთან მომუშავე სპეციალისტებისათვის რთული ქცევის მართვასთან და დანაშაულის პრევენციასთან დაკავშირებული სხვა საკითხების შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
    ვ) ბავშვთა მიმართ ძალადობის ფაქტების იდენტიფიცირება და მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურების განხორციელება;
    ზ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
8. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − აღსრულების ეროვნული ბიურო აღსრულების პროცესში სოციალური საფრთხის წინაშე მყოფ პირთან სოციალურ მუშაობას ატარებს შემდეგნაირად:
    ა) უზრუნველყოფს სააღსრულებო წარმოების პროცესის ბენეფიციარისადმი კეთილგანწყობილი მიდგომით წარმართვას;
სოციალური მუშაობის შესახებ

article  52

ბ) საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველყოფს სააღსრულებო მოქმედებებზე იმ სოციალური მუშაკის დასწრებას, რომელიც საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში მხარეებს კონსულტაციას უწევს და ფსიქოლოგიური სტრესის შემცირებაში ეხმარება;
    გ) მონაწილეობს არამართლზომიერად გადაადგილებული ან არამართლზომიერად დაკავებული ბავშვის დაბრუნების საქმეში;
    დ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.