FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 2

საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი

article  26

გაუქმებული გადასახადებიდან მიღებული საბიუჯეტო შემოსულობების განაწილება. საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით გაუქმებული გადასახადებიდან მიღებული საბიუჯეტო შემოსულობები განაწილდება შემდეგი სახით:
    ა) სახელმწიფო ბიუჯეტში სრულად მიიმართება შემდეგი გაუქმებული გადასახადებიდან მიღებული საბიუჯეტო შემოსულობები: ა.ა) ფიქსირებული გადასახადი მსუბუქი ავტომობილების იმპორტზე; ა.ბ) ავტოსატრანსპორტო საშუალებების მესაკუთრეთა გადასახადი; ა.გ) საერთო სარგებლობის საავტომობილო გზებით სარგებლობისათვის გადასახადი; ა.დ) გადასახადი ავტოსატრანსპორტო საშუალებების საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლისა და ზენორმატიული დატვირთვისათვის; ა.ე) ფიქსირებული გადასახადი სიგარილასა და ფილტრიანი სიგარეტის იმპორტზე; ა.ვ) სოციალური გადასახადი;
    ბ) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკურ და მუნიციპალიტეტების ბიუჯეტებში სრულად მიიმართება შემდეგი გაუქმებული გადასახადებიდან მიღებული საბიუჯეტო შემოსულობები: ბ.ა) მავნე ნივთიერებებით გარემოს დაბინძურებისთვის გადასახადი; ბ.ბ) ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისთვის გადასახადი; ბ.გ) ქონების გადაცემისთვის გადასახადი; ბ.დ) საკურორტო გადასახადი; ბ.ე) სასტუმროს გადასახადი; ბ.ვ) რეკლამის გადასახადი; ბ.ზ) გადასახადი ადგილობრივი სიმბოლიკის გამოყენებისთვის;
საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი

article  26

გ) მცირე ბიზნესის გადასახადიდან და ფიქსირებული გადასახადიდან მიღებული თანხების 80% მიიმართება სახელმწიფო ბიუჯეტში, ხოლო 20% – აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკურ და მუნიციპალიტეტების ბიუჯეტებში.