Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 3
სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ article 4 სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრება. 1. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა შეიძლება იყოს: ა) საქართველოს სახელმწიფოს, საქართველოს ავტონომიური რესპუბლიკის, საქართველოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში; ბ) საქართველოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის საკუთრებაში − საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში; გ) საქართველოს მოქალაქის საკუთრებაში; დ) საქართველოში რეგისტრირებული კერძო სამართლის იურიდიული პირის საკუთრებაში, რომლის დომინანტი პარტნიორია ამ პუნქტის „ა“−„გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სუბიექტი; ე) იმ ორგანიზაციული წარმონაქმნის საკუთრებაში, რომელიც არ არის იურიდიული პირი, თუ ამ პუნქტის „ა“−„დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სუბიექტები მისი წევრების უმრავლესობას შეადგენენ და იმავდროულად აქვთ პრაქტიკული შესაძლებლობა, გადამწყვეტი ზეგავლენა მოახდინონ ამ ორგანიზაციული წარმონაქმნის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებაზე. 2. ამ კანონით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა შეიძლება იყოს: ა) უცხოელის საკუთრებაში, თუ მან ეს მიწა მემკვიდრეობით მიიღო; |
სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ article 4 ბ) საქართველოში რეგისტრირებული იმ კერძო სამართლის იურიდიული პირის საკუთრებაში, რომლის დომინანტი პარტნიორია უცხოელი ან/და საზღვარგარეთ რეგისტრირებული იურიდიული პირი ან რომლის დომინანტი პარტნიორი ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად ვერ დგინდება, − საინვესტიციო გეგმის საფუძველზე საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით. 3.საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტზე ან საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ფინანსურ ინსტიტუტზე, რომლის დომინანტი პარტნიორია უცხოელი ან/და საზღვარგარეთ რეგისტრირებული იურიდიული პირი ან რომლის დომინანტი პარტნიორი ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად ვერ დგინდება, არ ვრცელდება ამ კანონით დადგენილი შეზღუდვები, თუ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლება წარმოიშობა საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტის ან ფინანსური ინსტიტუტის მიერ საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული საქმიანობის განხორციელების ფარგლებში (მათ შორის, უზრუნველყოფის საგნის კრედიტორის მიერ შეძენის შემთხვევაში). |
სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ article 4 4. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საქართველოში რეგისტრირებული იმ კერძო სამართლის იურიდიული პირის საკუთრება, რომლის პარტნიორია საქართველოში რეგისტრირებული კერძო სამართლის იურიდიული პირი, განისაზღვრება პარტნიორი იურიდიული პირის დომინანტი პარტნიორის შესაბამისად, ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით დადგენილი წესების გათვალისწინებით. ეს წესი ვრცელდება ყოველ შემდეგ პარტნიორ იურიდიულ პირზე. |