Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ article 6 დეპარტამენტის მიერ ზიანის შეფასება და გადაწყვეტილების მიღება. 1. დეპარტამენტი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში აფასებს, გარემოს მიადგა ზიანი თუ მნიშვნელოვანი ზიანი. 2. მნიშვნელოვანი ზიანის განმსაზღვრელი კრიტერიუმები დადგენილია ამ კანონის №1 დანართით („მნიშვნელოვანი ზიანის განმსაზღვრელი კრიტერიუმები“). 3. დეპარტამენტი უფლებამოსილია ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შეფასების განხორციელებისას მოიწვიოს ექსპერტები ან შეისყიდოს შესაბამისი საექსპერტო მომსახურება. აღნიშნული შეფასების პროცესში მონაწილე ექსპერტებზე ვრცელდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის დაუშვებლობის საფუძვლები. 4. დეპარტამენტი მნიშვნელოვანი ზიანის არსებობის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მის მიერ ზიანის გამოვლენიდან არაუგვიანეს 120 კალენდარული დღისა. საჭიროების შემთხვევაში დეპარტამენტი უზრუნველყოფს ამ გადაწყვეტილების მიღების პროცესში დაინტერესებული ადმინისტრაციული ორგანოების მონაწილეობას. მნიშვნელოვანი ზიანის არსებობის შესახებ დეპარტამენტის გადაწყვეტილების გასაჩივრება არ აჩერებს მის მოქმედებას. |
გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ article 6 5. დეპარტამენტი ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღების შემდეგ იღებს გადაწყვეტილებას ამავე მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად პირისთვის გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ ან მე-7 პუნქტის შესაბამისად პირისთვის მკაცრი გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ. ამ გადაწყვეტილების გასაჩივრება არ აჩერებს მის მოქმედებას. 6. პირს გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობა დაეკისრება მნიშვნელოვანი ზიანის გამომწვევი ქმედების ჩადენისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ, გარდა ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. 7. თუ მნიშვნელოვანი ზიანი მიყენებულია ამ კანონის №2 დანართით („გარემოსთვის განსაკუთრებით საშიში საქმიანობები“) გათვალისწინებული საქმიანობის ფარგლებში, ამ საქმიანობის განმახორციელებელ პირს დაეკისრება მკაცრი გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობა, დეპარტამენტის მიერ ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული მნიშვნელოვანი ზიანის არსებობის შესახებ გადაწყვეტილების მიღებასთან ერთად. 8. თუ მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებისთვის პასუხისმგებელი პირი რამდენიმეა, მათ სოლიდარული პასუხისმგებლობა დაეკისრებათ. |