FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 2

სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების შესახებ

article  8

მხარდამჭერი ღონისძიებები, მათი ბენეფიციარები და ბენეფიციართა ანგარიშვალდებულება.
1. მხარდამჭერი ღონისძიებების მიზანია სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისა და სოფლის მდგრადი ეკონომიკური განვითარება, ფერმერთა და სოფლის მოსახლეობის ეკონომიკური გაძლიერება და მათი შემოსავლების ზრდა.
2. სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების პოლიტიკის ფარგლებში მხარდამჭერი ღონისძიებებია ამ კანონის მე-7 მუხლით გათვალისწინებული სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების პოლიტიკის განხორციელების დაფინანსების წყაროებით განსახორციელებელი მიზნობრივი პროექტები/პროგრამები.
3. სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების პოლიტიკის ფარგლებში მხარდამჭერ ღონისძიებებს მმართველი ორგანოს წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.
4. სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების პოლიტიკის ფარგლებში მხარდამჭერ ღონისძიებათა ბენეფიციარები არიან ფერმერული მეურნეობებისა და სოფლად არსებული საწარმოების რეესტრში რეგისტრირებული ფიზიკური პირები და იურიდიული პირები, რომლებიც ფერმერულ მეურნეობებში ახორციელებენ სასოფლო-სამეურნეო საქმიანობას, აგრეთვე არსებობის შემთხვევაში − დაკავშირებულ საქმიანობას.
5. სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების პოლიტიკის ფარგლებში მხარდამჭერ ღონისძიებათა ბენეფიციარები არიან აგრეთვე ფიზიკური პირები და იურიდიული პირები, რომლებიც საქმიანობას სოფლის განვითარების სფეროში  ახორციელებენ.
სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების შესახებ

article  8

6. მხარდამჭერ ღონისძიებათა ბენეფიციარები გადამხდელი სააგენტოს წინაშე არიან ანგარიშვალდებული.
7. გადამხდელი სააგენტო ადგენს მხარდამჭერ ღონისძიებათა ბენეფიციარების ანგარიშგების წესს.