FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 3

ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ

article  13

1. ტოტალიზატორის, ლოტოსა და ბინგოს ობიექტების ადგილმდებარეობის შეცვლის შემთხვევაში მომგებიანი თამაშობების ორგანიზატორმა შემოსავლების სამსახურს უნდა წარუდგინოს შემდეგი დოკუმენტები:
    ა) (ამოღებულია – 09.12.2011, №5448);
    ბ) (ამოღებულია – 09.12.2011, №5448);
    გ) ხელშეკრულება ნებართვის მფლობელსა და იმ პირს შორის, რომელიც ამზადებს მომგებიანი თამაშობის ბილეთებს. ამ ხელშეკრულებაში მითითებული უნდა იყოს დასამზადებელი ბილეთების რაოდენობა და ნუმერაცია; დ) მომგებიანი თამაშობის მოწყობის პირობები (რეგლამენტი);
    ე) მომგებიანი თამაშობის ბილეთის ნიმუში;
    ვ) გამოსაყენებელი/გამოყენებული არსებითი პროდუქციის/ მომსახურების საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ შემოღებულ/დადგენილ სტანდარტებთან/მოთხოვნებთან შესაბამისობის დამადასტურებელი ავტორიზაციის სერტიფიკატი.
12.  ტოტალიზატორის მოწყობის ნებართვის მფლობელი ამ კანონის 28-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული სალაროს მოწყობის შემთხვევაში მომგებიანი თამაშობის მოწყობის პირობებში (რეგლამენტში) ცვლილების შეტანამდე შემოსავლების სამსახურს წარუდგენს ინფორმაციას სალაროს მოწყობისთვის განკუთვნილი უძრავი ქონების მისამართის (მისამართების) შესახებ.
ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ

article  13

13. ტოტალიზატორის მოწყობის ნებართვის მფლობელი ვალდებულია POS ტერმინალების რაოდენობის ან/და გამოსაყენებელი/გამოყენებული არსებითი პროდუქციის/მომსახურების ცვლილების შემთხვევაში ამ ცვლილების განხორციელებამდე არაუგვიანეს 2 დღისა შემოსავლების სამსახურს აცნობოს აღნიშნული ცვლილების შესახებ და წარუდგინოს ავტორიზაციის სერტიფიკატი (POS ტერმინალების ან/და არსებითი პროდუქციის/მომსახურების ჩანაცვლების ან/და დამატების შემთხვევაში).
2. მომგებიანი თამაშობის ორგანიზატორი (გარდა წამახალისებელი გათამაშების ორგანიზატორისა), სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების ორგანიზების ნებართვის მფლობელი ვალდებულია ამ კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „ბ.ე“ და „ბ.ვ“ ქვეპუნქტებითა და იმავე მუხლის 1-2 პუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ თამაშობების ჩამონათვალსა და აღწერილობებში ცვლილების შეტანის შესახებ შეტყობინება მისი შეტანიდან 2 დღის ვადაში უნდა განათავსოს თამაშობისთვის განკუთვნილ ვებგვერდზე (თამაშობის ინტერნეტით მოწყობის შემთხვევაში).
21. (ამოღებულია - 25.06.2020, №6487);
ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ

article  13

3. წამახალისებელი გათამაშების ერთი ეტაპის დასრულებამდე დაუშვებელია წამახალისებელი გათამაშების მოწყობის პირობებში (რეგლამენტში) ცვლილების (გარდა ბილეთების რაოდენობისა და ნუმერაციის ცვლილებისა) შეტანა. წამახალისებელი გათამაშების ორგანიზატორი ვალდებულია ამ ცვლილების განხორციელებამდე არაუგვიანეს 1 დღისა შემოსავლების სამსახურს მიაწოდოს ინფორმაცია აღნიშნული ცვლილების განხორციელების შესახებ.
4. დაუშვებელია წამახალისებელი გათამაშების მოწყობის ნებართვით ორი ან ორზე მეტი ეტაპის ერთდროულად ჩატარება.
5. წამახალისებელი გათამაშების ორგანიზატორი ვალდებულია გათამაშების ყოველი ახალი ეტაპის მოწყობისთვის თანხმობის მისაღებად შემოსავლების სამსახურს წარუდგინოს შემდეგი დოკუმენტები:
    ა) წამახალისებელი გათამაშების მოწყობის პირობები (რეგლამენტი);
    ბ) წამახალისებელი გათამაშების (გარდა სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი თამაშობისა) ბილეთის ნიმუში;
    გ) ხელშეკრულება წამახალისებელი გათამაშების ორგანიზატორსა და იმ პირს შორის, რომელიც ამზადებს წამახალისებელი გათამაშების (გარდა სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი თამაშობისა) ბილეთებს. ამ ხელშეკრულებაში მითითებული უნდა იყოს დასამზადებელი ბილეთების რაოდენობა და ნუმერაცია.