Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ article 37 ამ კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებული ღონისძიებები. 1. საქართველოს მთავრობამ 2018 წლის 1 ივლისამდე დაამტკიცოს: ა) საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საჯარო და კერძო თანამშრომლობის სააგენტოს დებულება; ბ) საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტის შემუშავებისა და განხორციელების წესი; გ) კერძო პარტნიორისთვის მუნიციპალიტეტის ქონების გადაცემის წესი და პირობები; დ) განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ნუსხა. 2. საქართველოს მთავრობამ და შესაბამისმა უწყებებმა 2018 წლის 1 ივლისამდე უზრუნველყონ სათანადო სამართლებრივი აქტების ამ კანონთან შესაბამისობა. |