FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 2

პენიტენციური კოდექსი

article  88

ავადმყოფობის გამო მსჯავრდებულის სასჯელის შემდგომი მოხდისგან გათავისუფლება.
1. ავადმყოფობის გამო მსჯავრდებულის სასჯელის შემდგომი მოხდისგან გასათავისუფლებლად მსჯავრდებული, მისი დამცველი/კანონიერი წარმომადგენელი ან პენიტენციური დაწესებულების დირექტორი კანონით დადგენილი წესით, საექიმო დასკვნის საფუძველზე მსჯავრდებულის გათავისუფლების შესახებ მიმართავს სამინისტროს და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ერთობლივ მუდმივმოქმედ კომისიას ან სასამართლოს.
2. სამინისტროს და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ერთობლივი მუდმივმოქმედი კომისია მსჯავრდებულის სასჯელის შემდგომი მოხდისგან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 74-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული გარემოებების არსებობისას, ექიმთა კონსილიუმის შეფასების საფუძველზე.
პენიტენციური კოდექსი

article  88

3. სამინისტროს და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ერთობლივი მუდმივმოქმედი კომისიის შექმნის წესი, უფლებამოსილება და საქმიანობის პირობები, აგრეთვე ექიმთა კონსილიუმის შექმნის წესი და უფლებამოსილება განისაზღვრება მინისტრისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ერთობლივი ბრძანებით.
4. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში სასამართლო მსჯავრდებულის სასჯელის შემდგომი მოხდისგან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად.
5. სასამართლომ ამ მუხლის მე-4 ნაწილით განსაზღვრული საკითხის განხილვისას უნდა გაითვალისწინოს სასჯელის სახით დანიშნული თავისუფლების აღკვეთის აღსრულების მიზანშეწონილობა, მსჯავრდებულის პიროვნული თვისებები, მის მიერ წარსულში დანაშაულის ჩადენის ფაქტი, დანაშაულის ხასიათი, მოტივი, მიზანი, დამდგარი შედეგი, დანაშაულის განმეორებით ჩადენის რისკი, სასჯელის მოხდისას გამოვლენილი ქცევა და სხვა გარემოებები, რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს სასამართლოს გადაწყვეტილებაზე.