FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 3

რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ

article  25

მოვალის საქმიანობის ანგარიში.
1. მოვალის საქმიანობის ანგარიში უნდა შეიცავდეს მოვალის საიდენტიფიკაციო მონაცემებს და სრულ ინფორმაციას მოვალის აქტივების, ვალდებულებების, გარანტიებისა და თავდებობის შესახებ.
2. მოვალის აქტივების შესახებ ინფორმაცია უნდა შეიცავდეს მოვალის აქტივების აღწერილობას, რომელშიც მითითებულია მათი საბალანსო და საბაზრო ღირებულებები, მათ შორის:
    ა) უზრუნველყოფის ღონისძიებით დატვირთული ქონებისა და უზრუნველყოფილი მოთხოვნების აღწერილობას, უზრუნველყოფის ღონისძიების წარმოშობის დროს, საფუძველსა და მოცულობას;
    ბ) აქტივებს, რომლებიც უნდა გამოირიცხოს რეგულირებული შეთანხმებიდან (არსებობის შემთხვევაში);
    გ) მოვალის მოთხოვნებს მესამე პირის მიმართ, მათ შორის, მოთხოვნებს მოვალესთან დაკავშირებული პირის მიმართ;
    დ) იმ ქონების აღწერილობას, რომლის მესაკუთრეც რეგულირებული შეთანხმების დადებამდე არ არის მოვალე, მაგრამ რომელსაც მოიცავს ეს შეთანხმება. ამ ქონების აღწერილობა უნდა შეიცავდეს ინფორმაციას ქონების მესაკუთრისა და იმ პირობების შესახებ, რომელთა დაცვის შემთხვევაშიც ეს ქონება ხელმისაწვდომი იქნება რეგულირებული შეთანხმების ფარგლებში.
3. მოვალის ვალდებულებები უნდა მოიცავდეს სხვადასხვა ინფორმაციას, მათ შორის:
რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ

article  25

ა) კრედიტორთა სიას, რომელშიც მითითებულია თითოეული კრედიტორის მოთხოვნა, დასახელება და მისამართი, შემდეგი თანამიმდევრობით: ა.ა) უზრუნველყოფილი კრედიტორები − უნდა მიეთითოს უზრუნველყოფილი მოთხოვნისა და უზრუნველყოფის საგნის აღწერილობა და მოცულობა; ა.ბ) პრეფერენციული კრედიტორები; ა.გ) არაუზრუნველყოფილი კრედიტორები; ა.დ) მოვალესთან დაკავშირებული პირის კრედიტორები;
    ბ) მოვალის პარტნიორების დასახელებასა და მისამართს, მითითებას თითოეული პარტნიორის შესაბამისი წილისა და შენატანის  (მათ შორის, განუხორციელებელი შენატანის) შესახებ. სააქციო საზოგადოების შემთხვევაში საკმარისია წარდგენილ იქნეს ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია მოვალის პარტნიორების არანაკლებ ორი მესამედის შესახებ.
4. გარანტიებისა და თავდებობის შესახებ ინფორმაცია უნდა მოიცავდეს სხვადასხვა ინფორმაციას, მათ შორის:
    ა) ინფორმაციას იმის შესახებ, გაცემულია თუ არა მოვალის ვალთან დაკავშირებით რაიმე გარანტია, გარანტიის აღწერილობასა და მოცულობას (არსებობის შემთხვევაში);
    ბ) მითითებას იმის თაობაზე, თუ გარანტებიდან/თავდებებიდან რომელია მოვალესთან დაკავშირებული პირი.
რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ

article  25

5. მოვალის საქმიანობის ანგარიში უნდა შეიცავდეს აგრეთვე ინფორმაციას შეცილების შესაძლო საფუძვლების შესახებ, რომლებიც საწარმოს რეაბილიტაციის ან გაკოტრების რეჟიმის შემთხვევაში იარსებებდა.
6. მოვალის საქმიანობის ანგარიში უნდა მომზადდეს შეთავაზების თარიღამდე არაუადრეს 2 კვირის მდგომარეობით. იგი დადასტურებული უნდა იყოს განცხადებით, რომლითაც შემთავაზებელი ადასტურებს, რომ წარდგენილი ინფორმაცია, რამდენადაც ეს ცნობილია შემთავაზებლისთვის, სრულია და სიმართლეს შეესაბამება.
7. შესაბამისი ანგარიშის შედგენის მიზნებისთვის რეგულირებული შეთანხმების ზედამხედველი უფლებამოსილია მიიღოს მოვალის საქმიანობის ანგარიში ამ მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილზე უფრო ხანგრძლივი დროის მონაკვეთზედაც, მაგრამ არაუადრეს შეთავაზების თარიღამდე 2 თვის მდგომარეობით.