Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
საქართველოს საპატენტო კანონი article 7 დასაიდუმლოებული გამოგონება. 1. შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს მიერ ქვეყნის თავდაცვისუნარიანობიდან გამომდინარე დასაიდუმლოებულ გამოგონებაზე საპატენტო განაცხადსა და პატენტს საქპატენტი გამოაქვეყნებს მხოლოდ გამოგონების განსაიდუმლოების შემდეგ, ამ უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე. 2. გამოგონების დასაიდუმლოება დასაშვებია არაუმეტეს 2 წლის ვადით, რომელიც პატენტის მოქმედების ვადის განმავლობაში შეიძლება ამ პუნქტით დადგენილი ვადით რამდენჯერმე გაგრძელდეს. 3. გამოგონების დასაიდუმლოების შემთხვევაში გამომგონებელს ეძლევა სათანადო კომპენსაცია, რომლის ოდენობის დადგენისა და გაცემის წესი განისაზღვრება შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული ნორმატიული აქტით. |