FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 1

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი

article  179

ყაჩაღობა.
1. ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით ანდა ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან შვიდ წლამდე.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი:
    ა) სადგომში ან სხვა საცავში უკანონო შეღწევით;
    ბ) ჯგუფურად;
    გ) სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ცხრა წლამდე.
3. იგივე ქმედება, ჩადენილი:
    ა) არაერთგზის;
    ბ) ბინაში უკანონო შეღწევით;
    გ) დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით რვიდან თორმეტ წლამდე.
4. იგივე ქმედება, ჩადენილი:
    ა) ორგანიზებული ჯგუფის მიერ;
    ბ) იმის მიერ, ვინც ორჯერ ან მეტჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის ან გამოძალვისათვის, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თერთმეტიდან თხუთმეტ წლამდე.