FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 1

მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ

article  271

1. ყოველი თვის განმავლობაში შემოწირულების მიღების, აგრეთვე საწევრო შენატანის განხორციელების შესახებ ინფორმაცია პარტიამ საანგარიშო თვის მომდევნო თვის არაუგვიანეს 15 რიცხვისა უნდა წარუდგინოს ანტიკორუფციულ ბიუროს.
2. თუ შემოწირულების მიღებით, აგრეთვე საწევრო შენატანის განხორციელებით ირღვევა ამ კანონით დადგენილი მოთხოვნები, პარტია ვალდებულია თანხა მის საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვიდან 5 სამუშაო დღის ვადაში დაუბრუნოს შემომწირველს/საწევრო შენატანის განმახორციელებელ პირს. ამ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში თანხა გადაირიცხება სახელმწიფო ბიუჯეტში. თუ პარტიამ არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა შემოწირულების უკანონობის შესახებ, თანხის დაბრუნების ვალდებულება წარმოიშობა ანტიკორუფციული ბიუროს მიერ მოთხოვნის მომენტიდან.
3. პარტიის უფლებამოსილი თანამდებობის პირის მიერ შესაბამისი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში მას დაეკისრება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობა.