FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 1

ეროვნული კინემატოგრაფიის სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ

article  9

კინოს სახელმწიფო დაფინანსების წესი და პირობები.
1. კინოს სახელმწიფო მხარდაჭერის ერთ-ერთი ძირითადი ფორმაა მისი სახელმწიფო დაფინანსება.
2. კინოს სახელმწიფო დაფინანსებისათვის ყოველწლიურად ეროვნული კინოცენტრის ორგანიზაციულ კოდზე იგეგმება სათანადო ასიგნებები საქართველოს ცენტრალური ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილიდან.
3. კინოს სახელმწიფო დაფინანსების განაწილების წესი და პირობები ამ კანონისა და საქართველოს სხვა ნორმატიული აქტების საფუძველზე განისაზღვრება ეროვნული კინოცენტრის საკონკურსო დებულებით, რომელსაც შეიმუშავებს ეროვნული კინოცენტრი და ამტკიცებს მინისტრი.
4. ეროვნული კინოცენტრი სახელმწიფო დაფინანსების განაწილებას ახორციელებს საკონკურსო დებულების საფუძველზე კინოცენტრსა და შესაბამისად ეროვნული ფილმის პროდიუსერს, დისტრიბუტორს ან დემონსტრატორს შორის დადებული ხელშეკრულებით.
5. კინოს სახელმწიფო დაფინანსება არის მიზნობრივი და იგი არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს სხვა დანიშნულებით, გარდა საქართველოს კანონმდებლობითა და შესაბამისი ხელშეკრულებით გათვალისწინებული მიზნებისა.