Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 4
ზოგადი განათლების შესახებ article 6 მუხლი 6-1. დისტანციური სწავლება 1. დისტანციური სწავლება ითვალისწინებს სასწავლო პროცესის დისტანციური/ელექტრონული ფორმით ან კომუნიკაციის სხვა საშუალებების გამოყენებით წარმართვას. 2. დისტანციური სწავლება ხორციელდება სინქრონული ან ასინქრონული კომუნიკაციის ფორმით. სინქრონული კომუნიკაცია გულისხმობს ისეთ ინტერაქციას, როდესაც ინფორმაციის გამგზავნსა და მიმღებს შორის კომუნიკაცია ერთსა და იმავე დროს ხორციელდება, ხოლო ასინქრონული კომუნიკაცია − ისეთ ინტერაქციას, როდესაც ინფორმაციის გამგზავნსა და მიმღებს შორის კომუნიკაცია ერთსა და იმავე დროს არ ხორციელდება. 3. დისტანციური სწავლების პროგრამა აგებულია ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამისათვის ან/და ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნისათვის/საგნობრივი ჯგუფისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად. 4. საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში დისტანციური სწავლების დაშვებისა და დისტანციური სწავლების განხორციელების პერიოდის შესახებ გადაწყვეტილებას, აგრეთვე იმ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების თაობაზე გადაწყვეტილებას, რომელმაც ზოგადი განათლების მისაწოდებლად დისტანციური სწავლება უნდა გამოიყენოს, იღებს მინისტრი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. 5. საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესის დისტანციურად წარმართვისა და მიღებული შედეგების შეფასების წესსა და პირობებს ამტკიცებს მინისტრი. |
ზოგადი განათლების შესახებ article 6 ზოგადი განათლება. 1. სრული ზოგადი განათლების მიღება გულისხმობს: ა) ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის დაძლევას, რის საფუძველზედაც გაიცემა სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი; ბ) იმ საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის დაძლევას, რომელშიც ინტეგრირებულია ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სწავლის შედეგები, და აღნიშნული პროგრამის დაძლევის სამინისტროს მიერ დადგენილი წესით დადასტურებას, რის საფუძველზედაც გაიცემა საშუალო პროფესიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი − დიპლომი და სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი, გარდა „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შემთხვევისა. 1 -1. (ამოღებულია - 08.04.2019, №4495). 12. ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის ნიმუშსა და იმ საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში პროფესიული სტუდენტის მიერ მიღწეული ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სწავლის შედეგების დადასტურების წესს, რომელშიც ინტეგრირებულია ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სწავლის შედეგები, ამტკიცებს სამინისტრო. 2. ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის დაჩქარებული გავლა დასაშვებია მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში, მოსწავლის ინდივიდუალური შესაძლებლობების გათვალისწინებით, სამინისტროს მიერ დადგენილი წესით. |
ზოგადი განათლების შესახებ article 6 3. მოსწავლის ან მისი მშობლის მოთხოვნის შემთხვევაში ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია გასცეს მოსწავლის მიერ საგნების გავლის დამადასტურებელი ცნობა სამინისტროს მიერ შემუშავებული ფორმის მიხედვით. 4. დაუშვებელია მოსწავლის დატოვება ზოგადი განათლების სისტემის მიღმა საბაზო საფეხურის მიღწევის დონის დაძლევამდე. 5. ზოგადი განათლების რომელიმე საფეხურის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის მქონე პირებს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე აქვთ ზოგადი განათლების მომდევნო საფეხურზე სწავლის გაგრძელების უფლება. 51. თუ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირს არ აქვს საგანმანათლებლო ისტორია ან მან გარკვეული მიზეზების გამო გამოტოვა კლასი/კლასები, ფსიქოსაგანმანათლებლო შეფასების დასკვნის საფუძველზე ამ პირს უფლება აქვს, ექსტერნატის გარეშე ჩაირიცხოს სკოლაში ზოგადი განათლების დაწყებით ან საბაზო საფეხურზე ასაკის შესაბამის კლასში ან არაუმეტეს 3 კლასით დაბალ კლასში. 18 წელს გადაცილებული სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირი სკოლაში ირიცხება ფსიქოსაგანმანათლებლო შეფასების დასკვნით განსაზღვრულ ზოგადი განათლების საბაზო საფეხურზე შესაბამის კლასში. |
ზოგადი განათლების შესახებ article 6 57.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ რესურსსკოლაში ჩარიცხვა და ხელახალი შეფასება ხორციელდება ფსიქოსაგანმანათლებლო შეფასების დასკვნისა და ამ პირის მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის თანხმობის საფუძველზე. 6. ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყების ასაკია 6 წელი, რომელიც პირს ამ კანონის 7-1 მუხლის პირველ პუნქტში მითითებული სასწავლო წლის დაწყების თარიღის ჩათვლით უსრულდება. ამასთანავე, პირს, რომელსაც 6 წელი სასწავლო წლის დაწყების თარიღის მომდევნო დღიდან 31 დეკემბრის ჩათვლით უსრულდება, უფლება აქვს, მშობლის გადაწყვეტილებით ნებაყოფლობით დაიწყოს სწავლა ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე. 6-1 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში) განხორციელებული ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის/პროგრამების სწავლების წლების ჯამური რაოდენობა 12-ზე მეტი ან 12-ზე ნაკლები არ იქნება. საქართველოს 2014 წლის 4 აპრილის კანონი №2210 - ვებგვერდი, 14.04.2014წ. საქართველოს 2014 წლის 28 ნოემბრის კანონი №2822 - ვებგვერდი, 15.12.2014წ. საქართველოს 2025 წლის 24 ივნისის კანონი №690 – ვებგვერდი, 26.06.2025წ. |