Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ article 31 საგამოძიებო ორგანოები. 1. საგამოძიებო ორგანოები, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის სამართალწარმოების ხელმისაწვდომობას, რაც ხელს შეუწყობს შესაბამის პროცესში მათი როლის ეფექტიანად შესრულებას, მათ შორის, მოწმის სახით, გამოძიების ეტაპზე. 2. საგამოძიებო ორგანოებმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის სამართალწარმოების ეფექტიანი ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად უნდა შეიმუშაონ შემდეგი ინსტრუქციები: ა) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოწმესთან, დაზარალებულსა და ბრალდებულთან მუშაობის სტანდარტები და მეთოდიკა; ბ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე არასრულწლოვან მოწმესთან, დაზარალებულსა და ბრალდებულთან მუშაობის სტანდარტები და მეთოდიკა. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული სტანდარტები და მეთოდიკა მოიცავს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა გამოკითხვისა და დაკითხვის პროცესებში, ასევე სასამართლოში საქმის განსახილველად მომზადებისას შესაბამისი სპეციფიკის გათვალისწინებას. 4. საგამოძიებო ორგანოები უზრუნველყოფენ დროებითი მოთავსების იზოლატორში მყოფი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის უფლებების დაცვას, მისი სპეციფიკური საჭიროებების გათვალისწინებით. |