FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 3

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

article  72

დროებითი კომისიის შექმნა.
1. დროებითი კომისიის შექმნის შესახებ პარლამენტის დადგენილების პროექტის ინიციირების უფლება აქვს პარლამენტის თავმჯდომარეს, კომიტეტს, ფრაქციას, პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთ მეხუთედს. პარლამენტის დადგენილების პროექტი უნდა შეიცავდეს დროებითი კომისიის შექმნის საჭიროების სათანადო დასაბუთებას. პარლამენტის დადგენილების პროექტი გადაეცემა პარლამენტის ბიუროს პარლამენტის პლენარული სხდომის დღის წესრიგში შესატანად. პარლამენტი დროებითი კომისიის შექმნის საკითხზე გადაწყვეტილებას იღებს პლენარულ სხდომაზე დამსწრეთა ხმების უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ პარლამენტის სრული შემადგენლობის ერთი მესამედისა.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დადგენილების მიღებიდან 5 დღის ვადაში დროებითი კომისიის წევრთა რაოდენობასა და პროპორციული წარმომადგენლობის კვოტებს განსაზღვრავს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტი და ამტკიცებს პარლამენტის ბიურო უახლოეს სხდომაზე.
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

article  72

3. დროებითი კომისიის შემადგენლობა განისაზღვრება ფრაქციათა წარმომადგენლობისა და საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალ უფრაქციო პარლამენტის წევრთა და საპარლამენტო ოპოზიციაში შემავალ უფრაქციო პარლამენტის წევრთა რაოდენობის პროპორციულად. ამასთანავე, დროებით კომისიაში ფრაქციები წარმოდგენილი უნდა იყვნენ თითო წევრით მაინც და დროებით კომისიაში საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლობა არ უნდა იყოს კომისიის წევრთა საერთო რაოდენობის ნახევარზე ნაკლები.
4. ფრაქციები და უფრაქციო პარლამენტის წევრები პარლამენტის ბიუროს მიერ კვოტების დამტკიცების შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან 5 დღის ვადაში წარადგენენ დროებითი კომისიის წევრებს და ამის შესახებ აცნობებენ პარლამენტის ბიუროს.
5. დროებით კომისიაში პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების განსაზღვრა და შესაბამისი პარლამენტის წევრების კომისიაში გაწევრება შესაძლებელია აგრეთვე ამ რეგლამენტის 32-ე მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტებით დადგენილი წესით.
6. დროებითი კომისიის წევრების წარდგენის შესახებ ინფორმაციის პარლამენტის ბიუროს მიერ ცნობად მიღების მომენტიდან არაუგვიანეს 10 დღისა იმართება დროებითი კომისიის პირველი საორგანიზაციო სხდომა.
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

article  72

7. დროებითი კომისია პირველ საორგანიზაციო სხდომაზე ირჩევს კომისიის თავმჯდომარესა და კომისიის თავმჯდომარის მოადგილეს, შეიმუშავებს დროებითი კომისიის დებულებას.