Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი article 194 მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის შერჩევის წესი. 1. პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი ქმნის ეროვნულ მარეგულირებელ ორგანოსთან არსებულ მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის შესარჩევ საკონკურსო კომისიას, რომელიც მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის არჩევის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სრული შემადგენლობის უმრავლესობით. 2. პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის შესარჩევ საკონკურსო კომისიას ქმნის არანაკლებ 12 წევრის შემადგენლობით. საკონკურსო კომისიის შემადგენლობაში შედიან ფრაქციებისა და უფრაქციო პარლამენტის წევრების, სახელმწიფო სექტორის, საქართველოს სახალხო დამცველისა და შესაბამისი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს წარმომადგენლები. საკონკურსო კომისია საკონკურსო კომისიის თავმჯდომარის არჩევის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სრული შემადგენლობის უმრავლესობით. 3. მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის შესარჩევი საკონკურსო კომისიის დებულებასა და საკონკურსო პირობებს პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის წარდგინებით ამტკიცებს პარლამენტის თავმჯდომარე. |
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი article 194 4. პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტისა და მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის შესარჩევი საკონკურსო კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ აღნიშნული კომიტეტი აცნობებს პარლამენტის ბიუროს. |